Home პოლიტიკა დიპლომატია ჩინეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

ჩინეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

0
69

2022 წლის 21 ივნისს ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი ამილახვარს შეხვდა.

ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან გიორგი ამილახვართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და საპარლამენტთაშორისო და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

წყარო: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში