აპრილი23 , 2024
ახალი ამბებიჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა თაივანის საკითხზე ჩინეთის პოზიციის თაობაზე...

ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა თაივანის საკითხზე ჩინეთის პოზიციის თაობაზე პრესკონფერენცია გამართა

-

- Advertisment -spot_img

2022 წლის 10 აგვისტოს ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსის ჩინეთის ტაივანის რეგიონში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას „იმედის“, „მთავარი არხის“, „პირველი არხის“, „მაესტროს“, „პალიტრა ნიუსის“ და სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ელჩმა ჭოუ ციენმა მათ თაივანის საკითხზე არსებული მდგომარეობა და ჩინური მხარის პოზიცია გააცნო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ელჩმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, თაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა კი მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მთავარი არსი, რომელიც 1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ №2758 რეზოლუციის მიღებითაც დაადასტურა. 1979 წლის 1 იანვარს ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, რა დროსაც ერთობლივ კომუნიკეში შეერთებულმა შტატებმა გარკვევით აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა და პირობა დადო, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში აშშ-ის ხელისუფლების რიგით მესამე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა თაივანში, სადაც მისივე განცხადებით „ოფიციალური ვიზიტი“ განახორციელა. ამით აშშ-მა აშკარად დაარღვია ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, სერიოზულად დააზიანა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველი, ფეხქვეშ გათელა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი, სერიოზული საფრთხე შეუქმნა ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, პროვოკაციული და საშიში ქმედება.

ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, ეს ინციდენტი დაგეგმილი და პროვოცირებული იყო ამერიკული მხარის მიერ, მიზეზები და შედეგები სავსებით გასაგებია, ტყუილ-მართალი ერთი შეხედვითაც ცხადია. ჯერ შეერთებული შტატების ბინძური პროვოკაცია იყო და შემდეგ ჩინეთის მხრიდან კანონიერი თავდაცვა. ჩინური მხარის მიერ ამჟამად და მომავალში მიღებული ზომები მიზნად ისახავს ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას. ისინი შეესაბამება საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამართალს, მიზნად ისახავს პროვოკატორების გაფრთხილებას, რეგიონში სტაბილურობისა და თაივანის სრუტეში მშვიდობის დაცვას. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გაითვალისწინებენ მიმდინარე კრიზისის წარმოშობის მიზეზებსა და არსს, ერთობლივად დაუპირისპირდებიან აშშ-ის ავანტიურებსა და პროვოკაციებს, გააგრძელებენ ჩინეთის ლეგიტიმური პოზიციისა და ზომების მხარდაჭერას, ერთობლივად შეინარჩუნებენ რეგიონსა და სრუტეში მშვიდობას, ერთად დაიცავენ გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები