აპრილი26 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"”ჩინეთის ექსპერტი 2017” დაჯილდოება გაიმართა

[:ka]”ჩინეთის ექსპერტი 2017” დაჯილდოება გაიმართა [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

19 ნოემბერს “ჩინეთის ექსპერტი 2017”-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უპრეცენდენტო ონლაინ კონკურსი მედია პლატფორმა “სინომედია”-სა და საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის ერთობლივად ორგანიზებითა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით ჩატარდა და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

კონკურსის დასკვნით ცერემონიალს საზეიმოდ უმსაპინძლა Hotels & Preference Hualing Tbilisi-მა. კონკურსის გამარჯვებულ საუკეთესო 20-ეულთან ერთად დაჯილდოებას ესწრებოდნენ საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, რომელთა შორისაც იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩის ძი იენჩის მრჩეველი, წუო ხუნპო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები, საგანგებოდ მოწვეულმა სტუმრებმა კონკურსის გამარჯვებულებს თავად გადასცეს საჩუქრები.

უპრეცედენტო ონლაინ კონკურსის “ჩინეთის ექსპერტი 2017”-ის დაჯილდოების ცერემონიალი სიტყვით გახსნა ქართულ-ჩინური მედია პლატფორმის “სინომედია” პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ. გამოსვლისას მან ისაუბრა ქართულ-ჩინური მედია პლატფორმის ჩამოყალიბებისა და კონკურსის მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა იქ დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, სპონსორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

კონკურსს სპონსორობას უწევდნენ ისეთი ჩინური და ქართული კომპანიები, როგორებიცაა: ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები, ZTE, კავკასიის მარგალიტი, ტუნგძი პოლი, სათავადო, ჰუალინგ ჰოთელს ენდ პრეფერენს თბილისი, ჰუალინგ ჯგუფი, კანტი და სხვანი.

ღონისძიება საზეიმოდ იყო გაფორმებული. იქ დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ შემსრულებლები მრავალფეროვანი ნომრებით.

ღონისძიებას საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ, სუხიშვილები, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია, შავფაროსნები, თბილისის კონსერვატორიისა და ვ.ჭაბუკიანის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებულები, კონფუცის ინსტიტუტის მოხალისე მასწავლებელი.

ღონისძიების ბოლოს საზეიმოდ გამოცხადდა უპრეცენდენტო ონლაინ კონკურსის გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ვასილ ქარსელაძე, რომელსაც სინომედიისგან გადაეცა საგზური ჩინეთში და ვიდეოკამერა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები