Home "ჩინეთის ექსპერტი 2017" ჩინეთის ისტორია: სიას დინასტია

[:ka]ჩინეთის ისტორია: სიას დინასტია[:]

0
4310

[:ka]

პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო სიას დინასტია. ეს დინასტია თარიღდება ძვ. წ. 2070–ძვ. წ. 1600 წლებით, თუმცა მისი არსებობა დღემდე საკამათოა. ანტიკური ისტორიული ლიტერატურის მიხედვით სია ჩინეთის პირველი მმართველი დინასტია იყო, თუმცა ლიტერატურული ეს ნაწარმოებები იმ დინასტიებშია დაწერილი, რომლებიც სიას შემდეგ არსებობდნენ. არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება ან ჩანაწერები სიას დინასტიიდან მისი არსებობის დასამტკიცებლად, ამიტომ ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დინასტია ლეგენდაა და მეტი არაფერი.

ზოგიერთ უძველეს ჩანაწერში საუბარია პატარა სამეფოს აღზევებასა და დაცემაზე ხუანხეს გასწვრივ 500 წლის განმავლობაში, თუმცა ეს ჩანაწერები შესრულებულია უფრო გვიან ვიდრე სიას დინასტია.

სიას დინასტიის დამააარსებლად ითვლება იუ, რომელმაც შეძლო დიდი წყალდიდობის შემდეგ ქვეყანა გადაერჩინა. როგორც ამტკიცებენ, მან მმართველობა მემკვიდრეობითი გახადა თავის გვარში და შესაბამისად, დააარსა პირველი საიმპერატორო დინასტია ჩინეთში. დინასტიას კიდევ 16 მმართველი ჰყავდა. ერთ-ერთმა იმპერატორმა, სახელად ქუნგძია, წინაპრების თაყვანისცემის ტრადიცია შეცვალა ზებუნებრივი ძალების თაყვანისცემით. კლანების ნაწილი უკმაყოფილო იყო არსებული მმართველობით და იმ დროისათვის, როცა უკანასკნელი იმპერატორი ძიე ავიდა ტახტზე, სიასა და სხვა კლანებს შორის ურთიერთობა უკვე გაფუჭებული იყო. ძიე თავაშვებულ ცხოვრებას მისდევდა და გარშემომყოფების დიდ კრიტიკას იმსახურებდა. გადმოცემის თანახმად, მას მშვენიერი, მაგრამ ბოროტი და სასტიკი ქალი შეუყვარდა. ამ ყველაფერს აჯანყება მოჰყვა შანგის კლანის მიერ, რომელმაც სხვა კლანებთან ერთად დაამარცხა იმპერატორი ძიე. აჯანყების წამომწყები შანგის დინასტიის დამაარსებლად ითვლება და ცნობილია როგორც იმპერატორი თანგი.

[:]

NO COMMENTS