აპრილი16 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ისტორია: ჭოუს დინასტია

[:ka]ჩინეთის ისტორია: ჭოუს დინასტია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

შანგის დინასტიის შემდეგ ჩინეთის მმართველობაში ჭოუს დინასტია მოვიდა, რომელმაც ძვ. წ. 1045 – ძვ. წ. 221 წლებში იარსება. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლეთ (ძვ. წ. 1045 – ძვ. წ. 770) და აღმოსავლეთ (ძვ. წ. 770-ძვ. წ. 221) ჭოუს დინასტია. ჭოუს დინასტიაში მეფის ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ყურადღება აღარ იყო გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლთშეწირვაზე, თუმცა შანგის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. მიუხედავად ამისა, დასავლეთის ქვეყნებს საუკუნეები დასჭირდათ, სანამ ბრინჯაოს ხმარებას ისწავლიდნენ ისე, როგორც ჭოუს დინასტიას ჰქონდა ათვისებული.

დასავლეთ ჭოუს ეპოქა (ძვ. წ. 1045 – ძვ. წ. 770)

ჩანაწერების მიხედვით, ჭოუს ტომის მეფე, სახელად ჭოუ უ, თავს დაესხა შანგის დინასტიის უკანასკნელ მმართველს და ჭოუს დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა. დინასტია თავდაპირველად საკმაოდ ძლიერი იყო, მმართველ კლანს ერქვა ძი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ტერიტორიების ზრდასთან ერთად, ადგილობრივი მმართველები უფრო გაძლიერდნენ. ამავდროულად გამოჩნდნენ სხვადასხვა ძლიერი კლანები, რომელთაც თავისი ტერიტორიები გააფართოვეს.

აღმოსავლეთ ჭოუს ეპოქა (ძვ. წ. 770 – ძვ. წ. 221)

„გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი“ (ძვ. წ 770 – ძვ. წ 476)

„გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი“  იყო აღმოსავლეთ ჭოუს ეპოქის დასაწყისი. ამ პერიოდში ჭოუს იმპერიამ მდინარე იანძიმდე მიაღწია და ძირითადად ცენტრალიზებული იყო ხუანხეს აღმოსავლეთ ნაწილზე. გადმოცემის თანახმად, პირველი მმართველი დედაქალაქ ლუოიანგში იყო მეფე ფინგი. ძვ. წ. 500-იან წლებში სამეფოებს შორის ომი დაიწყო და სამი დიდი სახელმწიფო გამოჩნდა: ცინი, ძინი და ცი. გაძლიერდა ასევე ჩუს სამეფოც სამხრეთში. ამ პერიოდის დასასრულს, სამოქალაქო ომის შედეგად, ძინი სამ სამეფოდ დაიყო და საბოლოოდ მთელს რეგიონში თოთხმეტამდე სამეფო ჩამოყალიბდა.

„მებრძოლი სამეფოების პერიოდი“ (ძვ. წ 476 – ძვ. წ 221)

„მებრძოლი სამეფოების პერიოდში“, მშვიდი „გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდის“ შემდეგ, 200 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამეფოები განუწყვეტლივ ებრძოდნენ ერთმანეთს, სანამ ცინის სამეფო ყველას დაამარცხებდა.

აღსანიშნავია, რომ ჭოუს დინასტიაში თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოძღვრება, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო ტაოიზმი, კონფუციანიზმი და ლეგალიზმი.

ტაოიზმის ფუძემდებლად ითვლება ლეგენდარული პიროვნება სახელად ლაოძი, რომელიც კონფუცის უფროსი თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ლაოძის შეხედულებები ცნობილია წიგნიდან „ტაო ტე ძინი“ (წიგნი ტაოსა და ტეს შესახებ), რომელიც დაახლოებით ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ხდება ცნობილი. ლაოძის ფილოსოფიის უმაღლესი კატეგორიაა ტაო, რაც ნიშნავს გზას, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს. ლაოძიმ ტაოს ყოველივეს წარმომშობელი არსის, ანუ პირველსაწყისის მნიშვნელობაც შემატა.

კონფუციანიზმის ფუძემდებელია კონფუცი (ძვ.წ. 551 – 479წწ.), რომელიც დიდი მოაზროვნე და განმანათლებელი იყო. კონფუცი მიისწრაფოდა იმისკენ, რომ განათლება ხელმისაწვდომი ყოფილიყო უბრალო ხალხისთვისაც. მას უამრავი მოსწავლე და მიმდევარი ჰყავდა. კონფუცის აზრებს მისმა მოსწავლეებმა მოუყარეს თავი კრებულში – „ლუნიუ“ (ანალექტები). ხანის ეპოქაში კონფუციანიზმი აღიარეს ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიად და უარყვეს სხვა ფილოსოფიური სკოლები. კონფუციანური ეთიკის უმთავრესი პრინციპებია ჟენ და ლი (ჰუმანურობა და ეტიკეტი).

ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის, ხუნ-ძის სწავლებებისგან. ხუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობს და შესაბამისად, იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახალი გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს. კონფუციანიზმი ეყრდნობოდა ღირსებას და ქველობას, ხოლო ლეგალიზმი – რკინის მუშტს.

 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები