აპრილი24 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ისტორია: ხანის დინასტია

[:ka]ჩინეთის ისტორია: ხანის დინასტია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ხანის დინასტია იყო მეორე საიმპერატორო დინასტია ჩინეთში ძვ. წ. 206 წლიდან – ახ. წ. 220 წლამდე. ის იყოფა დასავლეთ ხანის (ძვ.წ. 206 – ახ.წ. 9 წწ.) და აღმოსავლეთ ხანის (ახ. წ. 25 – 220 წწ.) დინასტიებად, რომელთა შორის ადგილს იკავებს სინის დინასტიაც (სიტყვასიტყვით “ახალი დინასტია“).

ხანის დინასტიის დროს ჩინეთმა გააფართოვა თავისი ტერიტორიები და წინ წაიწია ვაჭრობამ. გარდა ამისა, განვითარდა კონფუციანიზმი, ტაოიზმი და ბუდიზმი. დასავლეთ ხანის იმპერია იყო პირველი დიდი იმპერია რეგიონში, რომელმაც 215 წელი იარსება. იმპერია წარმატებული იყო როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურადაც.

ხანის დინასტია დააარსა იმპერატორმა კაოწუმ (ძვ.წ 202 – ძვ.წ 195 წწ.), რომელიც დაიბადა გლეხის ოჯახში და იმპერატორობამდე მოიხსენიებდნენ ლიოუ პანგის სახელით. იგი არმიაში მსახურობდა, ხოლო შემდგომ, როგორც უკვე არმიის ლიდერმა, დაამარცხა მთავარი მეტოქეები და იმპერატორი გახდა. თავდაპირველად იგი დიდ თავისუფლებას აძლევდა ხალხს, შეამცირა გადასახადები და ცდილობდა ამით ჩვეულებრივი ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა. იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში სხვა ლიდერებს თავისი სამეფოების ქონის უფლებას აძლევდა, თუმცა მოგვიანებით მისმა მმართველობამ ბევრად ტირანული სახე მიიღო.

ხანის დინასტიის ყველაზე ცნობილ მმართველად ითვლება მეშვიდე იმპერატორი, სახელად უ (ძვ.წ 141 – ძვ.წ 87 წწ.). იგი ტახტზე ავიდა 16 წლის ასაკში და 54 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. მისი მმართველობის ხანა მიიჩნევა დასავლეთ ხანის დინასტიის ზენიტად. იმპერატორი უ ეფექტურ მმართველად მიიჩნეოდა. იგი ყურადღებას ამახვილებდა დასავლეთთან ვაჭრობაზე, დაპყობით ომებზე, ადმინისტრაციული პოლიტიკის შემუშავებასა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. მის მიერ მიღებული პოლიტიკა მომდევნო იმპერიების დროსაც შენარჩუნდა. ტახტზე ასვლისთანავე იგი თავმჯდომარეობდა გამოცდებს სწავლულთათვის. მათ, ვინც ამ გამოცდებს წარმატებით გაართმევდა თავს, სამეფო კარი  ოფიციალურ თანამდებობებზე ნიშნავდა. მოგვიანებით დაარსდა კონფუცის აკადემია. ამ გზით, უმ შემოიღო საიმპერატორო გამოცდა, რომლის საშუალებითაც ხდებოდა სამთავრობო პოზიციებზე სწავლულთა დანიშვნა. ეს ხერხი აქტიურად გამოიყენებოდა მომდევნო 2000 წლის განმავლობაში. იმპერატორმა უმ უამრავი ომი წამოიწყო, რომელთა დიდი ნაწილიც წარმატებული აღმოჩნდა და იმპერია ისე გააფართოვა, რომ ცენტრალურ აზიამდე, კორეამდე და ვიეტნამამდე იყო გადაჭიმული.

ძვ.წ. 130 წლიდან ძვ.წ. 100 წლამდე პერიოდში დასავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობამ დიდი სიმდიდრე მოუტანა მმართველებსა და ვაჭრებს. მსხვილ-მასშტაბიანი ვაჭრობა განვითარდა აბრეშუმის გზაზე იმ დიდი ქარავნების წყალობით, რომლებიც ჩანგანსა  (თანამედროვე სიანი, რომელიც იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა) და დასავლეთის ქვეყნებს შორის მოგზაურობდნენ. უცხოელთა ქარავნებს, სიმდიდრესთან ერთად, ახალი ტექნოლოგიები და იდეები ჩამოჰქონდათ. შედეგად, ხანის დინასტიაში ბევრად გაიზარდა ხალხის ცოდნა გარესამყაროს, ფილოსოფიის, რელიგიისა და ტექნოლოგიების შესახებ. ამ პერიოდში განვითარდა ასევე რკინის გადამუშავების და ფოლადის იარაღისა და ხელსაწყოების დამზადების ტექნოლოგიები.

დასავლეთ ხანის დინასტია დასრულდა იმპერატრი ვანგ ჭენგძუს და იმპერატორების იუენის, ჩენგის და აის შემდეგ, რომლებიც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მართვადნენ ჩინეთს. ძვ.წ. 1 წლიდან ახ.წ. 6 წლამდე იმპერატორი იყო ფინგი. ამ პერიოდში რეგენტებს მისი ნათესავები წარმოადგენდნენ, რომელთა შორის უკანასკნელი იყო ვანგ მანგი (ძვ.წ. 45 – ახ.წ. 23 წწ.). იგი ამბობდა, რომ ზეცამ აირჩია მომდევნო იმპერატორად და ახ.წ. 9 – 23 წლებში სინის დინასტიას მართავდა, რომელიც თვითონ დააარსა. იგი ცდილობდა ახალი პოლიტიკის გატარებას და საზოგადოების შეცვლას მონობის გაუქმებით, მიწების თავიდან გადანაწილებითა და ახალი ვალუტის გამოშვებით. მისი რეფორმები საკმაოდ თანამედროვე ჩანს, თუმცა იმ პერიოდში ადგილი ჰქონდა სტიქიურ უბედურებებს და გლეხები მის წინააღმდეგ აჯანყდნენ. მისი მკვლელობის შემდეგ ახ.წ. 23 წელს,  ქალაქი ლუოიანგი  აღმოსავლეთში ახალი დედაქალაქი გახდა და ასე დაიწყო აღმოსავლეთ ხანის ეპოქა.

აღმოსავლეთ ხანის დინასტია დაიწყო ახ.წ. 25 წელს, როცა იმპერატორი კუანგუ ( ახ.წ. 25 – 57 წწ.) ავიდა ტახტზე.  სრულწლოვნებას როცა მიაღწია, იმპერიის დიდი ნაწილი უკვე აჯანყებებს ჰქონდა მოცული. იმპერატორის მიზანს ტერიტორიების დამორჩილება და თავდასხმათა მოგერიება წარმოადგენდა. მან შეძლო, დაემარცხებინა წითელწარბიანები და ძალაუფლება საკუთარ ხელში მოექცია. ახ.წ. 30 წელს მან მოიგერია თავდასხმები კოგურიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარზე, ახ. წ. 43 წელს კი აჯანყება ჩაახშო ვიეტნამში. ახ.წ. 50 წელს ასევე დაამარცხა სიუნგნუ (მომთაბარე ტომების გაერთიანება). იგი ცნობილი იყო, როგორც ჭკვიანი გენერალი, რომელიც სასტიკად არ მართავდა იმპერიას.

ხანის დინასტიის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სამეფო კარზე უამრავ მკვლელობას ჰქონდა ადგილი. 194 წელს ხალხი შიმშილით იტანჯებოდა. 195 წელს იმპერატორმა სიენმა თავშესაფარი სთხოვა რეგიონალურ მმართველს, ცაო ცაოს. იმპერატორი ცხოვრობდა ქალაქ სუჩანგში, რომელიც ცაო ცაოს ტერიტორიების ნაწილს წარმოადგენდა. ცაო ცაო მართავდა იმპერატორის სახელით და „მეთაურის“ ტიტულს ატარებდა. მან შეკრიბა არმია, რომელიც რამდენიმე ათას ყვითელდოლბანდიანს მოიცავდა. 200 წელს ჩრდილოეთის ტერიტორიების მმართველი იუენ შაო საკუთარი არმიით თავს დაესხა სუჩანგს, თუმცა მას ცაო ცაოს არმიამ სძლია. 207 წლისთვის ცაო ცაო უკვე აკონტროლებდა მდინარე იანძის ჩრდილოეთ ტერიტორიას. სამხრეთ-დასავლეთში, შუ ხანის ტერიტორიაზე ბატონობდა ლიუ პეი, სამხრეთ-აღმოსავლეთში, ტუნგ უს რეგიონში კი – სუნ ცუენი. იმპერიის ეს სამი რეგიონი იქცა სამეფოებად. 208 წელს ცაო ცაოს, ტუნგ უსა და შუ ხანს შორის გაიმართა წითელი კლდეების ბრძოლა. ამ ბრძოლამდე ცაო ცაო წარმატებით აფართოებდა საკუთარ ტერიტორიებს, თუმცა მისმა მოწინააღმდეგეებმა ალიანსი შეკრეს და ცაო ცაოს ფლოტი ცეცხლში გაახვიეს. ცაო ცაოს სიკვდილის შემდეგ, 220 წელს, მისმა ვაჟმა ცაო ფიმ იმპერატორ სიენს, რომელიც მის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, აიძულა ტახტიდან გადამდგარიყო. მან საკუთარ თავს ვეის სამეფოს ახალი იმპერატორი უწოდა. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ ხანის იმპერიას, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ მაშინ მოეღო ბოლო, როცა იგი სამ ნაწილად გაიყო ცაო ცაოს, ლიუ პეისა და სუნ ცუენს შორის.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები