CPC ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს სამშაბათს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 26-დან 28 თებერვლამდე პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეორე პლენარული სხდომა გაიმართება.

შეხვედრას, CPC ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, სი ძინფინგი უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს CPC ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუშაობის ანგარიში.

ასევე, განიხილეს პარტიული და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმის გეგმის პროექტი და გადაწყდა, რომ გეგმა სხდომაზე გაერთიანებული მოსაზრებების მიხედვით გადაიხედება და განსახილველად მომავალ პლენარულ სხდომას წარედგინება.

2012 წლის CPC-ის მე-18 ეროვნული კონგრესის შემდეგ, CPC ცენტრალური კომიტეტი სი ძინფინგთან ერთად პარტიული და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმას მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს, ქვეყნის სისტემისა და მმართველობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარტია და სახელმწიფო ინსტიტუტები რეფორმირებულნი არიან თავიანთი ფუნქციების სისტემატური და საფუძვლიანი რესტრუქტურიზაციის მისაღწევად, ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ რეფორმა იძლევა მტკიცე გარანტიას პარტიისა და ქვეყნის საქმეში ისტორიული მიღწევებისა და ცვლილებებისა მისაღწევად.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ინსტიტუტების წამყვან პოზიციებზე შემოთავაზებული კანდიდატების სიაც, რომლებიც მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე გახლდათ რეკომენდირებული.

CPC-ის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეორე პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში იქნება სამუშაო ანგარიში, რეფორმის გეგმის პროექტი და შემოთავაზებულ კანდიდატთა სიები.

გასული წელი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო როგორც CPC-ის, ასევე მთელი ქვეყნის ისტორიაში, ნათქვამია შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ CPC-ის მე-20 ეროვნული კონგრესი წარმატებით იქნა მოწვეული, შედგა გრანდიოზული გეგმა თანამედროვე სოციალისტური ქვეყნის მშენებლობის ყველა ასპექტში და შენარჩუნდა სოციალური სტაბილურობა.

გასული ხუთი წელი ერთი მხრივ უჩვეულო, მეორეს მხრივ კი საკმაოდ წარმატებული იყო. ქვეყანამ ეფექტურად მოახდინა კოორდინაცია COVID-19-ზე რეაგირების კუთხით, მოიგო კრიტიკული ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ.

აღინიშნა, რომ 2023 წელი არის პირველი წელი CPC-ის მე-20 ეროვნული კონგრესის სახელმძღვანელო პრინციპების სრულად განხორციელებისთვის, შეხვედრამ მოითხოვა მყარი ნაბიჯები ჩინეთის მოდერნიზაციის წინსვლისთვის, ცენტრალურ ეკონომიკურ სამუშაო კონფერენციაზე ასახული ღონისძიებების შესაბამისად.

ხაზგასმით აღინიშნა CPC ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გეგმების სრულყოფილად განხორციელების მნიშვნელობა, შეხვედრამ მოითხოვა ძალისხმევა ეკონომიკური სტაბილურობის უმთავრეს პრიორიტეტად ქცევის, პროგრესის განსახორციელებლად სტაბილურობის უზრუნველყოფის და პროაქტიული ფისკალური პოლიტიკისა და გონივრული მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მიზნით.

შეხვედრის თანახმად, მთავრობამ თვითგანვითარებისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს და კიდევ უფრო უნდა წახალისდეს კვლევითი პრაქტიკა.

წყარო