მარტი24 , 2024
ანალიტიკაჩინეთის მაგალითზე

[:ka]ჩინეთის მაგალითზე[:]

სტატიის ავტორი: ლიკა ჟორჟოლიანი

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

18 დეკემბერს პეკინში რეფორმების დაწყების 40 წლის იუბილე აღნიშნეს. ჩინეთის პრეზიდენტმა – სი ძინფინგმა საკუთარ გამოსვლაში რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკას ჩინეთის კომპარტიის „დიადი გამოღვიძება“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს დიდ რევოლუცია იყო ჩინელი ხალხისისტორიაში, რომელმაც ჩინური მახასიათებლების სოციალიზმში დიდი ნახტომი გამოიწვია.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნა მსოფლიო დონის სახელმწიფო მოღვაწის – ტენგ სიაოფინგის ინიციატივით 1978 წლიდან დაიწყო. სოფლად შემოღებულ იქნა საოჯახო საიჯარო პასუხისმგებლობის სისტემა (ფერმერობის პრივატიზაცია). დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ სექტორში დასაქმებულია 300 მილიონზე მეტი ფერმერი. ქალაქებში შექმნილია სპეციალური ეკონომიკური ზონები,ჩინური ბაზარი ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის, შემუშავებულია ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური სტრატეგია. 40 წლის განმავლობაში, 700 მილიონზე მეტმა ჩინელმა დააღწია თავი სიღარიბეს, ხოლო პარტიის მტკიცედაპირებით, 2020 წლისთვის ჩინეთში სიღარიბე სრულად აღმოიფხვრება.

ბოლო 40 წლის მანძილზე, ჩინეთის მშპ-ს საშუალო წლიური ზრდა 9.5% იყო. 2017 წ. მშპ-ს მაჩვენებელმა 82,7 ტრლნ იუენი შეადგინა.ამასთანავე, საგარეო ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად 14.5%-ით იზრდება. 2,26349 ტრლნაშშ დოლარის ექსპორტით, ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ექსპორტიორია, ხოლო აშშ-ს შემდეგ უმსხვილესი იმპორტიორია და მისი სავაჭრო ბრუნვა 1,84098 ტრლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, იგი სავალუტო რეზერვების მხრივაც მსოფლიო ლიდერია. გლობალურიეკონომიკის ზრდაში ჩინეთის წილი 30%-ზე მეტია.

ეკონომიკური რეფორმების შედეგია ჩინეთის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაც, რომელიც 130 000 კმ. სიგრძის ჩქაროსნულ მაგისტრალს, 121 000 კმ. სიგრძის რკინიგზას და 160-ზე მეტ სამოქალაქო აეროპორტს მოიცავს. ჩინეთშია მსოფლიოში ყველაზე გრძელი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი – 19 000 კმ. 2016 წლის მონაცემებით, საზღვაო პორტების გამტარიანობა 11,83 მილიარდ ტონაა.

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორის, იოსებ არჩვაძის აზრით, ტენგ სიაოფინგ თანამედროვე ჩინეთის არქიტექტორი. საინტერესოა, თუ როგორ ეწყობა ამ ქვეყანაში კომუნისტური იდეალები საბაზრო კონკურენციის პირობებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრითეორეტიკოსი მარქსიზმის ფუძემდებლებს კომუნისტური წყობის ქმედუუნარობაში ადანაშაულებდა. თუმცა, ჩინეთმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს წამყვანი როლისა და აქტიური სოციალური პოლიტიკის პირობებში, ერის კეთილდღეობის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფაშესაძლებელია. მსოფლიო მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცისა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისგან არ შედგება. დანარჩენი მსოფლიოც კარგად უნდა დააკვირდეს ჩინეთის ეკონომიკურ რეფორმებს და 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგებიდან მიიღოს გაკვეთილი. კაპიტალისტური ქვეყნები, იმის შიშით, რომ მუშათა კლასი ძლაუფლებას ხელში ჩაიგდებდა, გარკვეულ სოციალურ დათმობებზე წავიდნენ. ჰოლანდიის, საფარნგეთის, განსაკუთრებით აშშ-ის მუშათა ფენა სრულად სარგებლობენ გარკვეული სიკეთეებით. ყოველივე ეს რევოლუციური განწყობის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ხდებოდა.

21-ე საუკუნეში წარმოების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში ახალი საჭიროებები და გამოწვევები გაჩნდა. ჩინეთმა წამყვანი ქვეყნებისგან სხვადასხვა სფეროში წარმოების ლიცენზიები მოიპოვა. დღეს კი ჩინეთი თავად ავითარებს ახალ ტექნოლოგიებს. ამ ფონზე, ჩინეთის მაგალითის გათვალისწინება და სამეცნიერო მიღწევებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია.

დღეს ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. გრძელვადიან პერსპექტივაში იგი აუცილებლად გახდება პირველი. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო 1949 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, ანუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე შენარჩუნებულმა სისტემურმა იდეოლოგიამ“, – აღნიშნავს პროფ. არჩვაძე.

ჩინეთი არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც ქმნის განვითარების შესაძლებლობებს. 2013 წ. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა წამოაყენა. იგი გეოგრაფიულად აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ აზიას, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსმოიცავს. ინიციატივის 5 ძირითადი პუნქტია: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურული კავშირები, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და ხალხთაშორის კავშირების გაზრდა.

ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფ.ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს: „რაც შეეხება საქართველოს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში ჩართვის პერსპექტივებს, უნდა გავითვალისწინოთ პროექტის ფარგლებში არსებული სხვა მიმართულებებიც. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველო იქცეს მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს, განსაკუთარებით კი – ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. მაგრამ სამწუხაროდ, ეს სურვილი უფრო არის, ვიდრე რეალობა. ამ ეტაპზე საქართველო არ არის ალტერნატივა იმ ათამდე მარშრუტისა, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ვაჭრობა ჩინეთსა და ვეროკავშირს შორის. რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტს შეუძლია ევროპასა და აზიას შორის გაატაროს ტვირთის გარკვეული ნაწილი, ეს პროექტი ტვირთის გადაზიდვაში საკუთარ ადგილს დაიკავებს“,- ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინციატივაში მილიარდობით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

საერთო ჯამში, პროექტის განვითარება დიდ შრომას მოითხოვს. გარდა ამისა, ტვირთის რკინიგზით გადატანისას, აუცილებელია ლოჯისტიკური ცენტრების აშენება. თუკი მათი საშუალებით არ მოხდება მომსახურების გაადვილება, მაშინ რთული იქნება კომპანიების მოზიდვა. მე ეს გრძელვადიანი პერსპექტივა მგონია. რკინიგზა უკვე არსებობს და აუცილებელია, მისი დატვირთისათვის მოლაპარაკებების წარმოება, რითაც საქართველო დამატებით შემოსავალს მიიღებს…“

ჩინეთის მიერ ბოლო 40 წლის მანძილზე გატარებული რეფორმების შეფასებისას პროფესორმა აღნიშნა, რომ ძალიან სწრაფმა პროგრესმა აქცია ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე ეკონომიკად. იმავე გზით სიარულისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების შემთხვევაში, მას შეუძლია გადაასწროს ამერიკას. პროფ. ჭარაიას თქმით, საუბარია ეკონომიკაზე, რომელიც ხასიათდება თავისებური პარადოქსებით. არსის გასაგებად, საჭიროა მათი საფუძვლიანი შესწავლა. ჩინეთი ინვესტიციების მხრივ ძალიან მიმზიდველია და ამასთან, თავადაც არის ინვესტორი, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს. თუკი გადავხედავთ სავაჭრო ურთიერთობებს, ვნახავთ, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან ვაჭრობა არ აქვს.

„მეორე მხრივ, ჩინეთის ეკონომიკა გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მაგალთად, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, რაც, ერთი მხრივ, მისი უპირატესობაა, თუმცა მეორე მხრივ, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობითიგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ამასთან ერთად, მთლიანი ეკონომიკით ჩინეთი, აშშ-ს გარდა, ყველა სახელმწიფოს უსწრებს.

ბოლო ხანებში, მსოფლიოში აქტიურად მიმართავენ სქრინინგის მეთოდს, რათა ჩინურმა ინვესტიციებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე ვერ შეაღწიოს ისე მარტივად, როგორც ადრე. დასავლეთ ევროპაში ჩინურ ინვესტიციებს ხელოვნურად ზღუდავენ. თუმცა, მეორე მხრივ, უცხოური ინვესტიციების მიმართ ჩინეთს 44 სხვადასხვა რეგულაცია აქვს. ანუ, ჩინეთის ბაზარზე მოსახვედრად მრავალი პროცედურის გავლაა საჭირო. ევროკავშირის ქვეყნები ჩინეთის ბაზარზე საკმაოდ სიმბოლური მოცულობით არის წარმოდგენილი, რაც ჩინეთს გარკვეულ უპირატესობას აძლევს.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებრეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ჭრილში თუ შევაფასებთ, საქართველო ამ მხრივ, წინ არის. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვები და დაბრკოლებები, ტარიფები გამარტივებულია. ამ მხრივ, საქართველოში რაიმე სიახლის შემოღება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაკლია ჩინეთის მსგავსი მასშტაბები, არ გვყავს  მსხვილი ინვესტორები და კვალიფიციური კადრები. მაღალტექნოლოგიური დარგები ჩინეთში კარგადგანვითარებული და სპეციალისტების პოვნამარტივია, საქართველოში კი ეს თითქმის შეუძლებელია. ამიტომ მაღალტექნოლოგიური კადრების მომზადებისათვის აუცილებელია სპეციალური სასწავლო დაწესებულებების ჩამოყალიბება“, – აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

26 წლის განმავლობაში ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს განვითარებისა და მშენებლობის პროცესში. 30-მდე ჩინურმა კომპანიამ, მათ შორის Fortune 500-ის წარმომადგენლებმა, China State Grid, Power China, CRCC, ხუავეი, ხუალინგ ჯგუფი და სხვ. ინვესტიციები განახორციელეს ენერგეტიკაში, კავშირგაბმულობაში, ფინანსებში, ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, სატყეო ინდუსტრიაში, ინფრასტრუქტურაში. მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უცხოელი ინვესტორის მიერ აგებული პირველი ელექტროსადგურიხადორჰესი, ჩინური ინვესტიციით აშენდა. ჩინურმა კომპანიებმა დააგეს 82,1კმ სიგრძის გზები და 40,6 კმ სიგრძის რკინიგზა. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ რკინიგზის მოდერნიზაციის ფარგლებში ხაშურის რაიონშიდაასრულა საქართველოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა. Powerchina-მ ქობულეთთან ახლოს აშენა ყველაზე გრძელი, ულამაზესი ხიდი, ხოლო ხუალინგ ჯგუფმა ააგო ოლიმპიური სოფელი, თბილისის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ინვესტიციები ჩადო ბაზისბანკში.

საქსტატის მონაცემებით, ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში 5000-მდე სამუშაო ადგილი შექმნეს. ამასთანავე, ჩინეთმა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისავის 60 მლნ აშშ დოლარის დახმარება გამოყო და 25 წლის განმავლობაში 600 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახორციელა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები