მარტი29 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამა

ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამა

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

მთვარის საძიებო ჩინური პროგრამა მთვარის რობოტული და ადამიანის მონაწილეობრივი მისიებით კვლევის პროგრამაა, რომელიც ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. პროგრამა მოიცავს მთვარის ორბიტის, მიწისა და მთარის ნიმუშების კვლევას. 

პროგრამის პირველი კოსმოსური ხომალდი, Chang’e 1 მთვარეზე 2007 წლის 24 ოქტომბერს გაიგზავნა რომელიც შეფერხდა 2007 წლის 17-19 აპრილის დასაწყისში. მეორე ორბიტა, Chang’e 2 2010 წლის 1 ოქტომბერს გაიგზავნა კვლევებისათვის, რაც შეეხება Chang’e 3 ის ამოქმედდა 2013 წლის 1 დეკემბერს და წარმატებით მოახერხა მთვარეზე დაეშვება 2013 წლის 14 დეკემბერს.  მეოთხე ორბიტა Chang’e 4 2018 წლის 7 დეკემბერს გაიგზავნა მთვარეზე და 2019 წლის 3 იანვარს მთვარის ყველაზე შორეულ ნაწილზე დაეშვა. 

ჩინეთმა ზონდი მთვარის შორეულ მხარეს დასვა, რომლის დანახვაც დედამიწიდან შეულებელია და რომელიც ადამიანის მიერ ნაკლებად არის შესწავლილი. მთვარის შორეული მხრიდან რადიოსიგნალებით ინფორმაციის მიღება და გაგზავნაც ძნელია, რადგან დედამიწასა და ამ მხარეს შორის მთვარის მთელი სხეულია. ამიტომ, ჩინეთმა კოსმოსური ხომალდით ზონდის გაშვებამდე, თანამგზავრის ამ ნაწილისკენ ჯერ სატელიტი გაუშვა, რომელიც მთვარის შეუსწავლელი ნაწილისკენ 2018 წლის მაისში გაემართა.იმის მიუხედავად, რომ მთვარეზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათეულობით ზონდი დასვა და 6-ჯერ ადამიანთა ეკიპაჟებიც დასხა, მთვარის შორეულ მხარეს ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს. ჩინეთი კი მისიას ეტაპობრივად ახორციელებს და 2030 წლამდე მთვარის ამ შორეულ ნაწილზე ადამიანთა ეკიპაჟის დასმასაც გეგმავს. პირველი ფოტოები, რომელიც ჩინურმა ზონდმა დედამიწაზე გამოაგზავნა, აჩვენა რომ მთვარის ეს ნაწილიც საკმაოდ განათებულია და ამ მხარეში ზედაპირი ქვიშასავით ფხვიერია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ფოტოებზე აღბეჭდილი ქვები 4 მილიარდი წლის სიძველისაა. 

წარმტებული მისიის შემდეგ კი ჩინეთი კვლავ გეგმავს Chang’e 5-ის გაშვებას მთვარის შორეულ ნაწილზე, რომელიც 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები