აპრილი15 , 2024
კულტურაჩინეთის ოთხი დიდი აღმოჩენა

ჩინეთის ოთხი დიდი აღმოჩენა

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ძველი ჩინეთის ოთხ დიდ აღმოჩენათა რიცხვს მიეკუთვნება ქაღალდი, ბეჭდვა, კომპასი და დენთი.
ქაღალდი. ქაღალდის გამოგონებამდე ჩინელები ჯერ ბამბუკის მასალაზე წერდნენ, რომელიც ძალიან მოუხერხებელი იყო, შემდგომ კი, საწერ მასალად აბრეშუმს იყენებდნენ, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ იაფი მასალის ძებნამ შეუწყო ხელი ქაღალდის გამოგონებას, თუმცა, თავდაპირველად ქაღალდიც აბრეშუმისაგან მზადდებოდა, მოგვიანებით კი, ჩინელებმა დაიწყეს მისი დამზადება მცენარის მერქნისგან, ხშირ შემთხვევაში ეს იყო ბამბუკის რტო. ქაღალდის ადრეული ნიმუშები დამზადებულია I საუკუნეში. მისი დამზადების მეთოდი ჯერ კორეასა და იაპონიაში გავრცელდა, ხოლო შემდეგ, არაბების მეშვეობით, მთელ მსოფლიოში.

ბეჭდვა. ბეჭდვის გამოგონება უკავშირ დება თანგის დინასტიის პერიოდს. აღსანიშნავია, რომ უძველესი ნიმუში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია თარიღდება 220 წლით და ეს არის ნაბეჭდი ნაჭრის თარგები. უკვე XI საუკუნეში უბრალო მჭედელმა პი შენმა თიხის მოძრავი შრიფ ტით ბეჭდვის ხერხს მიაგნო, თუმცა, თიხა მტკიცე არ იყო და ტუშსაც ცუდად იღებდა. შემდეგ პერიოდში ბეჭდვა უფრო განვითარდა და გამოიგონეს ჯერ ხის, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მოძრავი შრიფტები.
წიგნის ბეჭდვის ტექნოლოგია ჩინეთიდან პირველად იაპონიაში გავრცელდა, ხოლო რაც შეეხება ევროპას, წიგნის ბეჭდვა აქ მხოლოდ XIV საუკუნეში დაიწყეს.

კომპასი. პირველი ცნობები მაგნიტურობის შესახებ ჩინურ ლიტერატურაში გამოჩნდა ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში. ჩინელებმა პირვე ლებმა აღმოაჩინეს მაგნიტური რკინა, ქვის მიერ რკინის მიზიდვისა და მისი პოლარიზაციის უნა რი. ამ მასალას ისინი იყენებდნენ სამყაროს მხარეთა განსასაზღვრად. ასე გაჩნდა ჩინეთში კომპასი. კომპასზე დატანილი იყო როგორც სამყაროს მხარეების აღმნიშვნელი იეროგლიფები, ასევე ზოდიაქოს ნიშნებიც. ჩინეთში ჳხ საუკუნეში მსოფლიოში პირველად შეიქ მნა ხელოვნური მაგნეტიტის კომპასის ისარი. ჩინელებმა ზღვაოსნობაში კომპასის გამოყენება XI-XII საუკუნეების მიჯნაზე დაიწყეს. XII საუკუნეში არაბებმა ჩინეთიდან გაიტანეს კომპასი, რომელიც სწორედ მათი მეშვეობით გახდა ცნობილი ევროპაში.

დენთი. ცდებმა სხვადასხვა რეაქტივებზე, მათ შორის გოგირდსა და გვარჯილაზე, სათავე დაუდო დენთის აღმოჩენას IX საუკუნეში. დაუსრულებელმა ომებმა ჩინურ სამეფოებს შორის ბიძგი მისცა შეიარაღების ახალ სახეობათა გამოგონებასა და მათ წარმოებას, კერძოდ, ჩინელების სახელს უკავშირდება ცეცხლგამჩენი ისრების, ხელყუმბარებისა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონება. დიდი მიღწევა იყო ასევე ცეცხლსასროლი იარაღის ლულის გამოგონება, რომელიც ჭურვის მოძრაობისა და მისთვის წინასწარ განსაზღვრული მიმართულების მისაცემად გამოიყენებოდა. ამ იარაღის შესახებ ევროპაში მონღოლების საშუალებით გაიგეს, ხოლო მისი წარმოება XIV საუკუნეში დაიწყეს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები