აპრილი12 , 2024
პოლიტიკასი: საერთაშორისო თანამეგობრობამ გლობალური უსაფრთხოებისთვის უნდა ითანამშრომლოს

[:ka]სი: საერთაშორისო თანამეგობრობამ გლობალური უსაფრთხოებისთვის უნდა ითანამშრომლოს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]პრეზიდენტ სი ძინფინგის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებზე თანამშრომლობა უნდა უზრუნველყოს.

“ჩინეთი იმედოვნებს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოს გლობალური უსაფრთხოება,” – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ინტერპოლის გენერალური ასამბლეის რიგით 86 – ე გახსნის ცერემონიაზე, დღეს, 26 სექტემბერს. მან გლობალური სამართალდამცავი ორგანოების, უსაფრთხოების თანამშრომლობისა და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ინტერპოლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 1984 წლამდე, მანამ, სანამ ჩინეთი ინტერპოლის წევრი გახდებოდა, ქვეყანა ვალდებულებას იღებდა ინტერპოლთან და სხვა წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე და ხელს უწყობდა მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

“ქვეყნებმა უნდა მიიღონ საერთო, ყოვლისმომცველი, კოოპერატიული და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფცია და ერთობლივად უპასუხონ უსაფრთხოების გამოწვევებს,” – განაცხადა მან.

სი ძინფინგმა ქვეყნებს გაეროს ქარტიისა და ინტერპოლის რეგლამენტების დაცვისაკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და კორუფციის წინააღმდეგ კონვენციათა ზუსტი შესრულება და საერთაშორისო რეგულაციების გაუმჯობესება.

ჩინეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ინტერპოლს 5 წლის განმავლობაში დაუჭერს მხარს, გლობალური გავლენისა და ლიდერობის გაიზარდისათვის.

ინტერპოლის გენერალური ასამბლეის რიგით 86 – ე ცერემონიას ესწრებოდა  ჩინეთის ინტერპოლის ბიუროს პრეზიდენტი, ჩინეთის საჯარო სამსახურის ვიცე-მინისტრი მენგ ხუნგვეი, სხვა ქვეყნებისა და რეგიონების 158 წარმომადგენელთან ერთად.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები