Home კულტურა ჩინეთი: რელიგია და ფილოსოფია

ჩინეთი: რელიგია და ფილოსოფია

0
7385

[:ka]„გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი“ (770–476წწ.) და „მებრძოლი სამეფოების პერიოდი“ (475–221წწ.) ცნობილია, როგორც „ასი სკოლის პერიოდი“. ამ დროს ჭოუს დინასტიის დასუსტების და ძლიერი სოციალური ძვრების ფონზე ვითარდება სხვადასხვა ფილოსოფიური და რელიგიური სკოლები, რომელთა შორის, ორი დიდი უმთავრესი სკოლა იყო: ჟუძია (კონფუციანელთა სკოლა) და ტაოძია (ტაოისტების სკოლა).

ტაოიზმი. ტაოიზმის ფუძემდებლად ითვლება ლეგენ დარული პიროვნება სახელად ლაოძი (ლაო წ’, მასწავლებელი ლაო), რომელიც კონფუცის უფროსი თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ლეგენდის თანახმად, მას 72 წელი გაუტარებია დედის მუცელში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბადა. ახალშობილს ჭაღარა თმა ჰქონდა, რის გამოც შეარქვეს „ძი“(წ’), რაც ითარგმნება როგორც „ბავშვი“ ან „მოხუცი“.
ლაოძის შეხედულებები ცნობილია წიგნიდან „ტაო ტე ძინი“, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. ჳჳჳ საუკუნეში ხდება ცნობილი. ლაოძის ფილოსოფიის უმაღლესი კატეგორიაა ტაო, რაც ნიშნავს გზას, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს. ლაოძიმ ტაოს ყოველივეს წარმომშობელი არსის, ანუ პირველსაწყისის მნიშვნელობაც შეჰმატა.
კონფუციანიზმი. კონფუციანიზმის ფუძემ დებელია კონფუცი (ქუნგ წ’) (ძვ.წ. 551–479წწ.), რომელიც დიდი მოაზროვნე და განმანათლებელი იყო. კონფუცი მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ განათლება ხელმისაწვდომი ყოფილიყო უბრალო ხალხისთვისაც. მას უამრავი მოსწავლე და მიმდევარი ჰყავდა. კონფუცის აზრებს მისმა მოსწავლეებმა მოუყარეს თავი კრებულში – „ლუნიუ“ (ანალექტები). ხანის ეპოქაში კონფუციანიზმი აღიარეს ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიად და უარყვეს სხვა ფილოსოფიური სკოლები. კონფუციანური ეთიკის უმთავრესი პრინციპებია „ჟენ“ და „ლი“ (ჰუმანურობა და ეტიკეტი).
ბუდიზმი. ბუდიზმმა ჩინეთში ბუდისტი მისიონერი ბერების მეშვეობით შეაღწია. პირველი ბუდისტური კერები პირველ საუკუნეებში უკვე არსებობდა ჩინეთში, ხოლო მეოთხე საუკუნისთვის ბუდიზმმა საკმაო სიძლიერეს მიაღწია. ბუდიზმი ესწრაფვის ვნებების დათრგუნვას მედიტაციის, თანაგრძნობის და ქველმოქმედების მეშვეობით. „პაიმა-ს’ “ ანუ თეთრი ცხენის მონასტერი (ქ. ლოიანგი, პროვ. ხენანი) ითვლება ჩინეთში პირველ ბუდისტურ მონასტრად. ბუდიზმის ადრეულ ჩინურენოვან თარგმანებში ბევრი ტაოისტური ტერმინი იყო გამოყენებული. ამ მიზეზის და კიდევ იმის გამო, რომ ორივე რელიგიის კონცეფცია ეფუძნებოდა მედიტაციას და თავშეკავებულობას, ასევე, არ ჰქონდა მსხვერპლშეწირვის რიტუალები, ბუდიზმს ზოგი ტაოიზმის ერთ-ერთ განშტოებად აღიქვამდა. ბუდიზმი და მისი წარმომადგენლობითი ელემენტები ჩინეთის კულტურის ნაწილი გახდა.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”[:]

NO COMMENTS