Home ბიზნესი ჩინეთში სავაჭრო ცენტრები სიყვარულის დღის დადგომისთვის ემზადებიან

[:ka]ჩინეთში სავაჭრო ცენტრები სიყვარულის დღის დადგომისთვის ემზადებიან[:]

0
3104

[:ka]

ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სამზადისი ახალი წლის წინა დღეებს არაფრით ჩამოუვარდება. ეს არის დღე, როდესაც ქვეყნის ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი მომხმარებელთა ყურადღების მიქცევას ნებისმიერი ხერხით ცდილობს. ახალი სარეკლამო რგოლების შექმნა, გრანდიოზული ფასდაკლებები და სხვადასხვა სიახლე სიყვარულის დღის განუყოფელი აქტივობაა. სავაჭრო ცენტრთა დეკორაციები ასევე კრიტიკული ფაქტორია მყიდველთა მოსაზიდად.

14 თებერვლის მოახლოებასთან ერთად, შანხაის სავაჭრო ცენტრმა  K11 წინა სამზადისი უკვე დაიწყო და “PINK LOVE”-ის სეზონი გახსნილად გამოაცხადა. ელეგანტურმა ვარდისფერმა დეკორაციებმა მომხმარებელთა ყურადღება გახსნისთანავე მიიპყრო და 26 იანვარს, სეზონის პირველ დღეს სავაჭრო ცენტრს 20,000 ადამიანი ესტუმრა.

K11-ის მსგავსად ქალაქის სხვა მსხვილმა დაწესებულებებმაც დაიწყეს სარეკლამო კამპანიები საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. მაგალითად, Sun Moon Light Center-მა, თავის 7 რესტორანში ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული დეკორაციები განათავსა.

 [:]

NO COMMENTS