მარტი28 , 2024
პოლიტიკაჩინეთის სახელმწიფომ საქართველოს თანამედროვე საბაჟო აპარატურა გადასცა

[:ka]ჩინეთის სახელმწიფომ საქართველოს თანამედროვე საბაჟო აპარატურა გადასცა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]14 ივნისს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა,- ამის შესახებ, ქართულ მედიას ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ.

„2015 წელს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას უსასყიდლო გამოუყო დახმარება 26 მილიონი ჩინური იუანის (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემის შესაძენად. ჩინეთის დახმარებით შეძენილი ტექნიკის დამონტაჟება საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ 2017 წლის მაისში დასრულდა.

როგორც აღნიშნეს, ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია დაახლოებით 356 მლნ იუანი (დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 5.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით. აღნიშნული გრანტებით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე“.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები