მარტი27 , 2024
კონსულტაციაჩინეთის უნივერსიტეტებიჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება

ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება

ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 2023 წლის ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიების პროგრამაზე „Youth of Excellence Scheme“ განაცხადების მიღება იწყება. პროგრამას ახორციელებს ჩინეთის სტიპენდიების საბჭო.

-

- Advertisment -spot_img
ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 2023 წლის ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიების პროგრამაზე „Youth of Excellence Scheme“ განაცხადების მიღება იწყება. პროგრამას ახორციელებს ჩინეთის სტიპენდიების საბჭო.

პროგრამის მიზანია ისეთი ახალგაზრდების გადამზადება, რომელთაც აქვთ გლობალური მმართველობის ნიჭი, ფართო საერთაშორისო პერსპექტივა, ლიდერობის უნარები და მულტიკულტურული ფონი.

  • ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა: 200
  • მხარდამჭერი კანდიდატები: მაგისტრანტები
  • სწავლების ენა: ინგლისურიტრენინგის მიდგომა და ხანგრძლივობა:

სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს მაგისტრატურაზე და გრძელდება 12 თვე. ზოგიერთი პროგრამა მიჰყვება „1+1“ პარადიგმას, რომელიც სტუდენტებს ავალდებულებს პირველ სასწავლო წელს სრულ ჩართულობას კურსის ძირითად სამუშაოებში და კვლევებს ჩინეთის უნივერსიტეტებში სადისერტაციო მზადების დასრულების პარალელურად. ჩინეთში დისერტაციების დასაცავად გამგზავრებამდე უნივერსიტეტების საჭიროებისამებრ სტუდენტებმა მეორე სასწავლო წლის განმავლობაში მშობლიურ ქვეყანაში უნდა იმუშაონ და დაასრულონ თავიანთი დისერტაციები კვლევებისა და ფაქტობრივი სამუშაოების საფუძველზე. დიპლომი მიენიჭება მათ, ვინც წარმატებით მოახერხებს დისერტაციის დაცვას.

  • დაფარვა: სრული სტიპენდია

განაცხადის მოთხოვნები

1) განმცხადებელი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და იყოს 45 წლამდე. საჭიროა აპლიკანტი იყოს ჯანმრთელი როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად.

2) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი და მინიმუმ სამი წელი სამუშაო გამოცდილება. შემოთავაზებულთან პროგრამასთან დაკავშირებული პროფესიული მომზადების ან სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს მიენიჭებათ უპირატესობა.

3) განმცხადებელი უნდა მოხვდეს შემდეგი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში:

  • სახელმწიფო მოხელე სამმართველოს უფროსის დონეზე (ან ეკვივალენტურ დონეზე) ან უფრო მაღალ დონეზე;
  • დაწესებულების ან საწარმოს უფროსი მენეჯერი;
  • უნივერსიტეტის ან სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების ადმინისტრატორი;
  • ვისაც აქვს შესაბამისი დასაქმების ან სტაჟირების გამოცდილება საერთაშორისო
    ორგანიზაციებში.

4) უნივერსიტეტის მიერ მიცემული წინასწარი მისაღები წერილი უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ ინფორმაციას რეგისტრაციის შესახებ, როგორიცაა პირადი ინფორმაცია, მიღების თარიღი და სპეციალობის ინფორმაცია. ის არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების მიღების ან დაპირების შესახებ .

ბლანკის შევსების ინსტრუქცია:

  • ონლაინ აპლიკანტები უნდა შევიდნენ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების სისტემაში ონლაინ რეჟიმში განაცხადის შესავსებად (http:// studyinchina.csc.edu.cn/#/login) და წარადგინონ განაცხადის მასალები 2023 წლის 30 აპრილამდე.
  • აპლიკაციისას აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ მიღებული წინასწარი დაშვების წერილი 72 ქვეპროგრამიდან მინიმუმ ერთიდან. ონლაინ განაცხადისას „სტიპენდიის ტიპებში“ აირჩიეთ “ტიპი A”. სააგენტო კოდი არის 1563 და განმცხადებლებმა უნდა აირჩიონ „Youth of Excellence Scheme“.

განაცხადების დამუშავება

ჩინეთის სტიპენდიების საბჭო პირდაპირ იღებს ინდივიდუალურ განაცხადებს და განიხილავს განმცხადებლების მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, შემდეგ აწყობს საექსპერტო განხილვას.

შეფასება და ჩარიცხვა

  • განაცხადის მასალები გაივლის წინასწარ შემოწმებას ჩინეთის სტიპენდიების საბჭოს მიერ.
  • ჩინეთის სტიპენდიების საბჭო მოაწყობს მეორე გამოცდას ექსპერტთა ჯგუფის მიერ.
    ჩარიცხვის საბოლოო შედეგები ექსპერტის შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

სტიპენდიებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: