Home ბიზნესი ჩინეთის ტოპ 10 ქალაქი ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის

ჩინეთის ტოპ 10 ქალაქი ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის

0
97

ჩინეთის ინოვატორი და ანტერპრენერის ფინანსური ინდექსის მიხედვით, რომელიც  ჩინეთის განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, პეკინი, შანგხაი და შენჭენი დასახელდნენ ჩინეთში ინოვაციებისა და მეწარმეობის ტოპ სამ ფინანსურ ქალაქად.

ჩინეთის ინოვატორისა და ანტერპრენერის ფინანსური ინდექსი, ქვეყნის მასშტაბით 337 ქალაქს მოიცავს, წლევანდელი ინდექსი ქალაქებს აფასებს ოთხი განზომილების მიხედვით: ფინანსური რესურსების მიწოდება, სერვისების შესრულება, პოლიტიკის მხარდაჭერა და გარემოსდაცვითი შესაძლებლობები ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის, 27 ობიექტური ინდიკატორით.

აღმოსავლეთ ჩინეთის სულ 52 ქალაქი შევიდა ტოპ 100-ში, სამხრეთ ჩინეთსა და ცენტრალურ ჩინეთში თითოეული მასპინძლობს 12-ს. ძირითადი ურბანული აგლომერაციები, როგორიცაა პეკინი-თიენძინი-ხეპეი, იანძის დელტა და მდინარე მარგალიტის დელტა, ასევე ლიდერობენ სხვა რეგიონებში ფინანსური თვალსაზრისით განვითარებით, ინოვაციებითა და მეწარმეობით.

ჩვენ გთავაზობთ ტოპ 10 ქალაქს:

ჭოუშანის პორტი, ნინგპო, ჭეძიანგის პროვინცია
ჩინეთის (ნანკინი) საერთაშორისო პროგრამული პროდუქტებისა და საინფორმაციო სერვისების სავაჭრო გამოფენა ნანკინში, ძიანგსუს პროვინციაში
თანამშრომელი ამოწმებს აღჭურვილობას საჰაერო კომპრესორის წარმოების ქარხანაში სუჭოუში, ძიანგსუს პროვინციაში
ხელოსნები ამოწმებენ მანქანას შედუღების სახელოსნოში FAW-Volkswagen Automobile Co-ს ჩენგტუს ფილიალში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი, სიჩუანის პროვინცია
Leapmotor C11 ავტო შოუზე კუანგჭოუში, კუანტუნგის პროვინციაში

ცათამბჯენები ესაზღვრება აყვავებულ მწვანე ლანდშაფტს შენჭენის ცენტრალურ ბიზნეს უბანში
ლიძიაწუეი, ფინანსური ცენტრი შანხაიში
პეკინის ჰორიზონტი