[:ka]

ხშირად თიენძინს  შემოკლებით „ ძინ“- საც უწოდებენ.  პეკინის, შანხაისა და ჩუნგცინგთან ერთად თიენძინი, ჩინეთის ოთხი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. პეკინიდან 120 კილომეტრში, მდებარეობს დედაქალაქის „დად„ წოდებული თიენძინი, რომელიც წლის განმავლობაში პეკინის მსგავსად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. მოცემულ სტატიაში ჩვენ ვესტუმრებით იმ ადგილებს, რომლითაც ქალაქი იქ ჩასულ ტურისტებს აკვირვებს. ღირსშესანიშნაობათა გაცნობის შემდეგ, თიენძინი შესაძლოა გახდეს თქვენი შემდგომში დასალაშქრი ადგილი, ადგილი სადაც თქვენ მოისურვებთ, რომ იმოგზაუროთ მომავალში.
ქალაქი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე, დედაქალაქთან ახლოს. უკვე მრავალი წელია წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის სატრანსპორტო კერას. დღეისათვის თიენძინი, გამოირჩვა უდიდესი ნავსადგურით, რომელიც მდებარეობს ჩინეთის ჩრდილოეთით და მოიცავს 30 სხვადასხვა  საზღვაო მარშუტსა და 300-ზე მეტ მსოფლიო პორტს.
ისტორიის მანძილზე, ქალაქს დიდი საგარეო პოლიტიკური გავლენა ჩამოუყალიბდა, განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში. მისი ასეთი მნიშვნელობა არც მსოფლიოს ქვეყნებს გამოჰპარვიათ, ისტორიის მანძილზე ხშირად ცდილობდნენ ქალაქის დასაკუთრებას. მაგალითად,  1860 წლიდან 1903 წლამდე, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, იაპონია, იტალია, ბელგია და სხვა დასავლური ქვეყნები ძალის გამოყენებით აიძულებდნენ  ქალაქ ცინგტაოს (ცინგის) რეჟიმს, დაეთმო აღმოსავლეთ თიენძინი მათთვის, რათა შემდეგ დაენაწილებინათ ერთმანეთში. ქალაქის ასეთმა ღირებულებამ სავაჭრო კუთხით გამოიწვია ის, რომ  ამ პატარა ტერიტორიაზე უამრავმა მომხიბვლელმა შენობა-ნაგებობამ მოიყარა თავი, რომლებიც ძირითადად ეროვნული ხასიათისაა.
ამ შენობათა  ნანგრევები დღეისათვის ძირითადად ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. იმ ქუჩებზე, რომლებიც ნეგებობების მსგავსად უამრავ წელს ითვლის. რაც დღეისათვის ქალაქის ამ ნაწილშია   შემორჩენილი, ის წარსულში არსებულის მხოლოდ მცირე, უმნიშვნელო ნაწილია. საერთო ჯამში, წარსულში ნაგებობები დაახლოებით 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრს იკავებდა, რომელშიც აგრეთვე შედიოდა 100 -მდე  შთამბეჭდავი რეზიდენცია, თავისი ტრადიციული არქიტექტურით, რომელიც მოკრძალებითა და დახვეწილობით იწონებდა თავს. მდინარე ხაის ორივე მხარეს, მინგისა და ცინგის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მრავალ საუკუნეს ითვლის, რომელიც საკუთარი ინდივიდუალურობითა და დახვეწილობით ცნობილია არა მხოლოდ ჩინეთში არამედ მსოფლიოშიც.
ახლა კი უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ იმ ადგილებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ თიენძინში მოგზაურობისას
პირველი ტურისტებისთვის ცნობილი და საინტერესო  ადგილია სასტუმრო „ასტორი“, რომელიც არსებობის მრავალ წელს ითვლის. მისი დაარსება უკავშირდება  ერთ-ერთი პასტორის სახელს, რომელიც მოღვაწეობდა 1863 წელს ამ ქალაქში. ამავე წელს ჩაეყარა საფუძველი ნაგებობას. სასტუმროს არქიტექტურა ხასიათდება გამოკვეთილი ბრიტანული სტილით. თუ მას ეწვევით თვითონაც დარწმუნდებით, რომ შენობა ძირითადად აგურითა და ხით არის ნაგები. თავდაპირველად შენობა მცირე ზომის იყო და ასრულებდა კოტეჯის როლს, დროთა განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა და დღეისათვის იქ კეთილმოწყობილი სასტუმროა, რომელიც მუდამ სითბოთი ელის სტუმრებს. გარდა დასასვენებელი ადგილისა, სასტუმრო მუზეუმის დანიშნულებასაც ასრულებს. მისი არქიტექტურა უნიკალურია იმ კუთხით, რომ აქვს თაღოვანი ტიპის მოჩუქურთმებული ფანჯრები, რომელიც მნახველში დიდ განცვიფრებას იწვევს. რაც შეეხება, იქ განთავსებულ მუზეუმს, თქვენ აქ შეგიძლიათ იხილოთ ადრეული დროის ჩინური ტექნიკის ექსპონატები, როგორიცაა, ტელეფონები, გრამაფონის ფირფიტები. დიდ მოწონებას იწვევს სასტუმროში დღესაც მოქმედი პირველი ჩინური ლიფტი.
რაც შეეხება მდინარე „ხაის„ იგი სათავეს იღებს პეკინში, კერძოდ “მეფის ხიდთან”. ამის შემდეგ იგი მიედინება 70 კილომეტრის მანძილზე, მანამ სანამ ჩავა ზღვა  ტა კუქოუში. მდინარე არის არტერიული სახის. მდინარის მიდამოები არის საუკეთესო ადგილები, სადაც შეგიძლია დატკბე ქალაქი თიენძინის, ძველი არქიტექტურით.
შემდეგი, ტურისტებისთვის საყვარელი, ადგილია “თიენძინის თვალი”. ეს არის უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი, რომელიც განთავსებულია მდინარეზე, ხიდის მსგავსად. იგი ორი დანიშნულებისაა, გამოიყენება როგორც ხიდი და აგრეთვე მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ქალაქს უმაღლესი წერტილიდან. აქვე აღვნიშნავ, რომ ბორბლის სიმაღლე მთლიანობაში 35 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება. ტურისტებს მისით სარგებლობის საშუალება ეძლევათ ყოველდღე, დილის ცხრა საათიდან საღამოს ათის ნახევრამდე, გამონაკლისია ორშაბათი დღე, როდესაც ატრაქციონი არ მუშაობს დილის საათებში, მისით სარგებლობა დღის მეორე ნახევარშია შესაძლებელი.
შემდეგი ტურისტული გაჩერებაა „ცნობილ ადამიანთა ჩაის სახლი“. ეს სახელწოდება მან მიიღო იქ გამართული წარმოდგენებიდან გამომდინარე. დღეში სამჯერ, დილით, შუადღითა და საღამოს ჩაის სახლში იმართება სხვადასხვა წარმოდგენები, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ნებისმიერ ადამიანს. თიენძინში ჩაიხანის ორი ფილიალი მოქმედებს. ერთი მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში, ხოლო მეორე – სინხუას გზაზე. ქალაქის ძველ ნაწილში მდებარე ჩაიხანა პირველია და შესაბამისად მეტი პოპულარობით სარგებლობს. აქ მუდამ ხალხმრავლობაა. აქ თქვენ გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი ტრადიციული კერძებით და შემოგთავაზებენ ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც ადგილზე იყიდება.
რაც შეეხება რესტორნებს, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს „ქისლინგ  რესტორანი ” (Kissling Restaurant). თიენძინში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი რესტორანია. თუ შენ გსურს დააგემოვნო ის რასაც აქვს საოჯახო გემო მაშინ შენ არჩევანი სწორედ ამ რესტორანზე უნდა გააკეთო. რესტორნის პირველ სართულზე განთავსებულია საცხობი, სადაც თქვენ შემოგთავაზებენ უგემრიელეს სენდვიჩებსა და სხვა ფუნთუშეულს. შენობის მეორე სართული უკავია რესტორნის ბუფეტს, ხოლო მესამეზე განთავსებულია ბარი.
მოგზაურობის შემდეგი გაჩერებაა „ფაიფურის სახლი”
ალბათ, გაგიკვირდებათ რადგან, ეს არის ტრადიციული, ფრანგული ტიპის სახლი, რომელიც ძირითადად გაფორმებულია ანტიკვარებით. ის მდებარეობს ქალაქ თიენძინში, კერძოდ „ჩიფენგის გზაზე”. მისი მფლობელია ჭანგ ლიენჭი, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აღებული სახლზე ზრუნვა, მისი მოპირკეთება და ა.შ. სახლში წარმოდგენილი ექსპონატების უმრავლესობა ფაიფურისაა და დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეძენილი და შეგროვებულია. აქ თქვენ აღმოაჩენთ ფაიფურის დახვეწილ  ნამუშევრებს, აგრეთვე ნახავთ თეთრი მარმარილოს, ბროლისა და სხვა ძვირფას ქვათა დეკორატიულ ნაწარმებს. მნახველთა განცვიფრებას იწვევს „ფაიფურის სახლში„ არსებული ლომების კოლექცია, რომელთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, ისინი განსხვავებული ზომისა და ფორმისაა  და სახლის სხვადასხვა კუთხეშია განლაგებული. მთლიანობაში, სახლის ეს მორთულობა შესანიშნავ და დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.
მოგზაურობას თიენძინის საკრუიზო პორტით დავასრულებ.
ქალაქის დატოვებამდე, თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ თიენძინის საკრუიზო პორტს, ადგილს საიდანაც დაიწყო ქალაქის ისტორია, ადგილი რის გამოც გახდა ის მსოფლიოს ინტერესის წყარო და რაც მთავარია პორტი, რომელიც  ჩინეთის იმპერიის კარიბჭედ არის ცნობილი. ალბათ, ყველაზე განსაცვიფრებელი  მაგალითი, რითაც ხაზი ესმევა პორტის მნიშვნელობასა და თანამედროვეობას არის იქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი ბრწყინვალე კრუიზები. რამდენიმე გემი, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ მხარეს ასრულებენ სვლებს, თიენძინის პორტი უკვე უღიარებიათ თავის სახლად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პორტი რომელიც არის მიზეზი თიენძინის დაარსებისა, დღესაც ქალაქის მთავარი შემოსავლის წყაროა.

[:]