[:ka]

შანხაი აღმოსავლეთ ჩინეთის შუა ნაწილში, მდინარე იანძზე მდებარეობს.  მუნიციპალიტეტი  ქვეყნის უნიშვნელოვანესი კულტურული, კომერციული, ფინანსური, ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია. ის  გადაჭიმულია 6,341 კმ²-ზე,  მცხოვრები ადამიანების რიცხვი კი, 13.5 მილიონს შეადგენს. ვინაიდან, ქალაქი  მდინარე იანძის დელტაზე მდებარეობს,  მის ტერიტორიაზე არაერთი მდინარე მიედინება. ერთ-ერთია მდინარე ხუანგფუ, რომელიც შანხაის ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ, ნაწილად ყოფს.  მაშინ როდესაც, აღმოსავლეთი ნაწილი საამაყო წარსულით იწონებს თავს და მუნიციპალიტეტის ცენტრის სტატუსიც მიუთვისებია, ახლად აყვავებული დასავლეთი, დღითიდღე ვითარდება და მალე შანხაის „ცხელ წერტილადაც“ გადაიქცევა.  ამინდი შანხაიში ძირითადად  რბილი და ტენიანია, ერთმანეთისგან მკაფიოდ  განსხვავებული ოთხი სეზონით.Related image上海, ეს ორი იეროგლიფი ქალაქის სახელწოდებაში, ნიშნავს “ზღვა-ზე”. ადგილობრივად ის წარმოითქმის როგორც წონხ’ ქალაქის სახელწოდების ყველაზე ადრეული წყარო სონგის დინასტიიდან მოდის (მე-11 საუკუნე), რომელიც მდინარის პირას მდებარე სავაჭრო ქალაქს ერქვა. სახელის მნიშვნელობა დღემდე ისტორიკოსთა შორის კამათის საგანია, თუმცა ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ის უნდა ნიშნავდეს “ზღვის ზემო მისაღწევს” (海之上洋).

შანხაის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩინეთის ისტორიაში. 1920 წელს, შანხაიში, ცხოვრობდა, ჩინეთის დემოკრატიული რევოლუციის ადრეული მიმდევარი, სუნ ჭუნგშანი იგივე სუნ იატსენი. მას მიზნად დაესახა, დემოკრატიულ რევოლუციური პროგრამის გაგრძელება. 1921 წლის ივლისში, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ, გამართა პირველი ნაციონალური ყრილობა შანხაიში, და ოფიციალურად დაადასტურა პარტიის შექმნა.

შანხაის ტურისტული რესურსები

Shanghai by Kakyou

ჩინეთის ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი, შანხაი, ჩინეთის ტურისტული ქალაქებიდან ერთ-ერთია. შანხაიში ჩასული ვიზიტორები არა მხოლოდ თანამედროვე მეტროპოლისით რჩებიან მოხიბლულნი, არამედ, მათზე დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს ქალაქის კულტურული ნაწილიც, რომელიც ძირითადად ჩინური და დასავლური ელემენტების ჰარმონიული შერწყმაა.  აქ ჩასულ მნახველებს თვალწინ ეშლებათ მოხდენილი, თანამედროვე შენობები, მოელვარე სავაჭრო ცენტრები, შთამბეჭდავი ხედები მდინარის პირას და მომაჯადოებელი მუზეუმები, რომლებიც ქალაქის ისტორიასა და საგანძურს ბატონობენ. ვინაიდან შანხაი, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მეტროპოლისია, ქალაქი დამსვენებლებს განსხვავებულ სურათებს სთავაზობს- განსხვავებული დანიშნულებით. ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, რომ შანხაი, ჩინეთის წამყვანი სავაჭრო ქალაქი, სამოთხე და სრული ნეტარებაა იქ ჩასული ტურისტებისთვის, ხელოვნებისა და გართობის მოყვარულთათვის.

Image result for shanghai

თუ გსურთ მოინახულოთ  ქალაქის თანამედროვე და ისტორიული ადგილები, მაშინ თქვენ უნდა ეწვიოთ იუიუენის პარკს, აღმოსავლური მარგალიტის სატელევიზიო ანძას და ძინმაოს კოშკურას.

შედარებით ახალი და ამაღელვებელი ცდუნებებისათვის, შეგიძლიათ ეწვიოთ, შანხაის ოკეანის აკვარიუმს, აღმოსავლური ხელოვნების ცენტრს და შანხაი სინთიენტის.

რაც შეეხება კულტურულ ადგილებს, ქალაქი არც მათ ნაკლებობას განიცდის. კულტურული ხასიათის ტურებისთვის არის შანხაის დიდებული თეატრი, შანხაის მუზეუმი, ქალაქის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზი და მთავარი ბიბლიოთეკა.

რაც შეეხება ადგილობრივ კულტურას…

Shanghai by xMEGALOPOLISx

ჩინური კულტურის დასავლურთან ინტეგრირება და შემდგომ მათი სინთეზი, ჩრდილო და სამხრეთ ჩინეთის კულტურასთან,მთლიანობაში განასახიერებს შანხაის ხასიათს. სხვადასხვგვარ კულტურულ საქმიანობათა შორისაა, შანხაის  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, შანხაის საერთაშორისო კინო ფესტივალი და შანხაის ტურისტული ფესტივალი.

[:]