აპრილი20 , 2024
სპორტიჩინეთი ბადმინტონის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურში გადავიდა

[:ka]ჩინეთი ბადმინტონის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურში გადავიდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის “სუპერ” ტანმა და ში’მ ბადმინტონის ჩემპიონატზე მეორე ტურში გადასვლა შეძლეს.

შოტლანდია, გლაზგო ჩინელმა ლინ ტანმა, რომელსაც  გულშემატკივრები “სუპერტ ტანს” ეძახიან, საკუთარი ანგარიში უკვე გახსნა, როდესაც ადგილობრივი მოთამაშე კიერან მერილესი დაამარცხა, ლინმა კომფორტულად განაგრძო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მეექვსედ მოპოვება.

გლაზგოს მოედანზე ლინს მხოლოდ 39 წუთი დასჭირდა შოტლანდიელის დასამარცხებლად, რომელიც 21-15, 21-10 მაჩვენებლით დასრულდა.

“მე არასდროს შევხვედრივარ მას ამ ჩემპიონატამდე, მისი ორი გამოსვლის ვიდეოს ვუყურე და მივხვდი, რომ ის ჯიუტი ოპონენტია” – განაცხადა ლინმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული – 2006, 2007, 2009, 2011 და 2013 წლებში მოიპოვა.“ყველა ცდილობს, რომ საუკეთესოდ ითამაშოს, ჩემი ოპონენტი დღეს ძალიან სწრაფი და ძლიერი იყო”

მერილესი, რომლიც  66 – ე ადგილს იკავებს მსოფლიო რეიტინგებში, განაცხადა, რომ დიდ პატივს სცემს ლინს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა.

“ყველაზე რთული საკითხი ის არის, რომ მე გავიზარდე ლინ ტანის თამაშის ყურებით, ის ჩემი ინსპირაციის წყარო იყო და მინდოდა, რომ მას დავმსგავსებოდი. ის ჩემთვის ლეგენდაა და ვფიქრობ, ჩემი დამარცხება ლინისთვის ძალიან მარტივი იყო”

“თავიდან ფეხები არ მემორჩილებოდა, ძლივს ვთამაშობდი. ბევრი ვივარჯიშე ჩემპიონატამდე, მაგრამ როდესაც მისი სახელი დავინახე თავი დავხარე და მოგების საშუალება მივეცი, უბრალოდ გამიმართლა, რომ თავიდან ჩავარდნები ჰქონდა ამ დროს კი მე საკუთარ თავთან დაბრუნება მოვახერხე”

ლინის მომდევნო შეხვედრა დენმარკელ ემილ ჰოლსტთან შედგება, რომელმაც  შვედი – ფელიქს ბარესთედტოლსთი დაამარცხა ანგარიშით: 21-13, 21-8.

შ’ იუციმ (Shi Yuqi) მსოფლიო ჩემპიონატზე, თამაშის დროს. 2017 წლის 21 აგვისტო. [ფოტო/AGENCIES]

შ’ იუციმ, ფინალში გადასვლით, თანაგუნდელი ლინი განაცვიფრა, მან ირლანდიელი სკოტ ევანსი დაამარცხა ანგარიშით: 23-22, 22-20.

21 წლის შ’ი ნერვიულობდა,  რადგან ეს მისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, მაგრამ მან შეძლო მობილიზება.

სამხრეთ კორეელმა მსოფლიო ჩემპიონმა, სონ ვან ხომ ფინლანდიელი კეილი კოლჯონენი დაამარცხა ანგარიშით: 21-14, 21-16, ინდოელმა კიდამბი სრიკანტმა, რუსი სერგეი სირანტი დაამარცხა ანგარიშით : 21-13, 21-12.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები