[:ka]ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის „ჟუმორის“ ხელმძღვანელს შეხვდა[:]

0
4547

[:ka]

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პეკინში, საერთაშორისო ფორუმის „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერსა და კორპორაცია „ჯუმორის“ (Jumore) თავმჯდომარესა და პრეზიდენტს, ლუ ხუნშანს შორის შეხვედრა გაიმართა.

ჩინური კორპორაცია „ჯუმორი“ მსოფლიოში პირველი E4B (ეკოსისტემა ბიზნესისთვის) საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც გაერთიანებულია ელექტრონული კომერცია და ბიზნესის ბიზნესისთვის შეთავაზება. „კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს 126 ქვეყანასთან, მათ შორის, G20-ის ქვეყნებთან, აგრეთვე „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სახელმწიფოებთან. პლატფორმის წლიური ბრუნვა 2017 წლისათვის 800 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ცნობილია, რომ შეხვედრის ფარგლებში, ჩინურმა კომპანია „ჟუმორის“ ხელმძღვანელმა სურვილი გამოთქვა, საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე.  მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვნად ვითარდება, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში საქმიანი ურთიერთობებისთვის. „ლუ ხუნშანის განცხადებით, „ჯუმორის“ შემოსვლა არა მხოლოდ წაადგება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, არამედ ამით ქართველ მეწარმეებს ექნებათ ერთიანი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესთან დასაკავშირებლად და საქმიანი ურთიერთობების გასავითარებლად. მათ შორის, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ქვეყნების ბიზნეს წრეებთანაც“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

[:]