აპრილი23 , 2024
ბიზნესიჩინელების 14 % ნაღდ ფულს აღარ ატარებს

[:ka]ჩინელების 14 % ნაღდ ფულს აღარ ატარებს [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ფრანგული ბაზრის კვლევის, Ipsos -ფირმის  განცხადებით, ჩინელების 14% ნაღდ ფულს აღარ ატარებს, რადგან მობილური გადახდის სისტემებმა ჩინეთში საფულეები ჩაანაცვლა.

უცხოელი სამედიცინო გადასახადს  QR – კოდის სკანირებით იხდის ჭეძიანგის სამედიცინო უნივერსიტეტში, ხანგჭოუში, 2017 წლის 14 აპრილს. [ფოტო/VCG]

ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლების 26%,  100 იუენზე ნაკლებს ატარებს ნაღდი ფულის სახით, ხოლო 74% – ის განცხადებით, ზოგჯერ 100 იუენი საფულეში თვიდან თვემდე საკმარისია, 84% თვლის, რომ ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ნაღდი ფული არ გააქვთ გარეთ და მობილური გადახდის სისტემის იმედით არიან.

საზიარო ველოსიპედები შანხაიში, რომლის საფასურის გადახდაც მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი. 2017 წლის 24 აპრილი. [ფოტო/VCG]

China Payment-ისა და Clearing-ის ასოციაციის ინფორმაციით, არასაბანკო გადახდების ორგანიზაციებმა მობილურით 2013-2016 წლებში  97 მილიარდის ტრანზაქცია შეასრულეს.

მგზავრი მობილურით ავტობუსის საფასურს იხდის. შანტონგის პროვინცია, ცინგტაო. 2017 წლის 2 ივლისი [ფოტო/VCG]

WeChat Pay , 938 აქტიური მომხმარებლით, მთავარი მობილური გადახდის მეთოდია ჩინეთში ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის, რომელიც Ipsos მონაცემებით ყოველ წელს 23% – ით იზრდება.

ქალბატონი მობილურის მეშვეობით ხილის საფასურს იხდის. პეკინი, 2017 წლის 27 ივლისი [ფოტო/VCG]

China Daily – ის ინფორმაციით, ჩინეთი, როგორც მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ქაღალდის ფული გამოიყენა, ელექტრონული ვალუტით ჩანაცვლებაშიც პირველობას ვარაუდობს, რადგან მობილურით გადახდის სერვისი ყოველ წამს ვითარდება და ის მალე საფულეებს ჩაანაცვლებს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები