აპრილი15 , 2024
სპორტიჩინელი ქალი სპორტსმენების წარმატება შუბით ტყორცნაში

[:ka]ჩინელი ქალი სპორტსმენების წარმატება შუბით ტყორცნაში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

შუბით ტყორცნაში ჩინეთმა ორი მედალი მოიპოვა.

წარმოშობით ჩეხმა, უკვე  2-გზის ჩემპიონმა ბარბორა სპოტაკოვამ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე, სამშაბათს, 8 აგვისტოს საკუთარი ტიტული გააუმჯობესა. მაშინ როდესაც ჩინეთმა ორი მედალი მოიპოვა, ლი ლინგვეისა და ლიუ ხუიხუის მეშვეობით.

სპოტაკოვამ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2007 წელს ოსაკაში მოიპოვა.

ჩინელმა ლი ლინგვეიმ, აზიის  2-გზის  ჩემპიონმა მისი მოღვაწეობის საუკეთესო მაჩვენებლით ვერცხლის მედალი მოიპოვა, მისმა თანაგუნდელმა ლიუ ხუიხუიმ, რომელმაც 6 აგვისტოს აზიის ახალი რეკორდი დაამყარა, 67.49 მაჩვენებლით, ვეღარ გაიმეორა მისი ძლიერი გამოსვლა ფინალში და 65.26 მაჩვენებლით ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ლისთვის ვერცხლის მედალი სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

“მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი ჩემი გამოსვლით, ამ წელს ტრავმის გამო სათანადოდ ვერ ვივარჯიშე და ამიტომ ნამდვილად არ ვიყავი საუკეთესო ფორმაში,მოგებას საერთოდ არ ველოდი” განაცხადა ლიმ.

12 ფინალისტიდან 3 ჩინელია, ლი ფიქრობს, რომ ჩინეთი შუბის ტყორცნაში წარმატებას მალე მოიპოვებს.

“ჩვენ გვყავს სამი ფინალისტი და ორი მედალოსანი, მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითად აისახება ჩინეთის სპორტზე და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ,” – განაცხადა მან.

ბრინჯაოს მედალოსან ლიუს კვალიფიკაციის დროის შედეგი  ოქროს მედალოსანი გახდიდა. მან დაადასტურა რომ ის უფრო მეტს კვალიფიკაციის დროს ცდილობდა.

“ მე ბოლომდე დავიხარჯე და ამიტომ  საუკეთესო შედეგი ვაჩვენე კვალიფიკაციის დროს, რომელმაც ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც ძალიან დამღალა,” – განაცხადა პეკინის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა შუბით ტყორცნაში.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები