მილიონობით ადამიანი, მთელ მსოფლიოში ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად ემზადება. ახალი მთვარის კალენდრის დაწყება ნიშნავს გასული 12 თვის ფურცლის გადაშლას და საინტერესო ახალი წლის კარის გაღებას. 2023 წელს, ზეიმი მთელს მსოფლიოში ისეთივე აქტიური იქნება, როგორც ყოველთვის, სავსე ბევრი უცვლელი ტრადიციით, ჩვეულებითა და ძალიან გემრიელი საკვებით.

როდის აღინიშნება ჩინური ახალი წელი 2023 წელს?

ჩინური ახალი წელი, ასევე ცნობილია, როგორც მთვარის ახალი წელი, გაზაფხულის ფესტივალი. იგი აღნიშნავს პირველ დღეს მთვარის კალენდარში, რომელიც იწყება პირველი ახალი მთვარის გამოჩენის შემდეგ 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს ახალი წელი კვირას, 22 იანვარს მოდის. მისი აღნიშვნა წინა საღამოს დაიწყება, ახალი წლის პირველ დღეს (21 იანვარს) და გაგრძელდება 9 თებერვლამდე, ტრადიციულად დაგვირგვინდება ფარნების ფესტივალით.

სად აღინიშნება ჩინური ახალი წელი?

ჩინური ახალი წელი მთელი ჩინეთის მასშტაბით აღინიშნება. უპირველესად იგი ეროვნული სახალხო დღესასწაულია, თუმცა მთვარის ახალ წელს ასევე აღნიშნავენ ბევრ სხვა რეგიონსა და ქვეყანაში, რომლებიც ან იყენებენ მთვარის კალენდარს, ან ჰყავთ დიდი ჩინელი ან ჩინურენოვანი მოსახლეობა. ეს მოიცავს მალაიზიას, ვიეტნამს, კორეას, მიანმარს, ტაილანდს, კამბოჯას, სინგაპურს და ფილიპინებს, ჩინურ თემებთან ერთად მსოფლიოს თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში.

როგორ აღინიშნება ჩინური ახალი წელი?

საახალწლო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში. წელს შეიძლება ველოდოთ აღლუმებსა და სპექტაკლებს, დახვეწილი დრაკონებითა და ლომებით, ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებით და უამრავი ფეიერვერკითა და საახალწლო ასაფეთქებლით, რომლებიც, როგორც ამბობენ, ბოროტ სულებს აფრთხობს.

2023 წელს თქვენ ნახავთ კაშკაშა და ფერად საახალწლო ჩვენებებს ჩინურ ქალაქებსა და მსოფლიოს სხვა საკულტო ადგილებში. ჩინელი მოსახლეობის უმრავლესობა ყოველწლიურ დღესასწაულს ოჯახთან ერთად აღნიშნავს. მოგეხსენებათ, გაზაფხულის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ოჯახთან ერთად ვახშამია.

ოჯახები, როგორც წესი, საახალწლოდ ასუფთავებენ სახლებს, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი უბედურება და დაამშვენონ ფანჯრები და კარები წითელი ქაღალდის დეკორაციებითა და ფარნებით. გასცემენ და იღებენ წითელ კონვერტებს, რომელშიც ფულია მოთავსებული.

რისი წელია 2023?

2023 წელს კურდღლის წელი იქნება, რაც სიმამაცის, სიკეთისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

რა კერძებისგან შედგება ტრადიციული ჩინური საახალწლო სუფრა?

გაზაფხულის ფესტივალზე ოჯახის წევრებს მაგიდის გარშემო აერთიანებთ ე.წ. „ჰოთფოთი“, არაჩვეულებრივი ხორცისა და ზღვის პროდუქტების კერძები.

მაგალითად, ბევრი ჰონგ-კონგელი მიირთმევს ფენ ცაის (ტრადიციული კანტონური ზღვის პროდუქტების ასორტიმენტით სავსე თასი). სინგაპურში ხშირად შეექცევიან უშენგს (უმი თევზის სალათას), რომელიც ჩვეულებრივ სტარტერია, ხოლო დესერტად, ანანასის ტორტი და ნიენგაო (წებოვანი ბრინჯის ნამცხვარი) პოპულარული არჩევანია. 

სხვა გავრცელებული ტრადიციული საკვები მატერიკზე ჩინეთში მოიცავს ნუდლის სუპებს, პელმენებს, სპრინგ როლონებს და დესერტად თანგიუენს (ტკბილი ბრინჯის ბურთულები). 

წყარო: https://www.timeout.com/things-to-do/chinese-new-year-dates-animals-traditions-celebrations

თუ გსურთ გაიგოთ სად შეგიძლიათ ჩინური ახალი წლის აღნიშვნა თბილისში შეგიძლიათ გაეცანით სტატიას.