აპრილი20 , 2024
დღესასწაულებისად აღვნიშნოთ ჩინური ახალი წელი თბილისში?

სად აღვნიშნოთ ჩინური ახალი წელი თბილისში?

საქართველოში ჩინური ახალი წლის დღესასწარული ყოველწლიურად აღინიშნება. 2023 წელსაც, კურდღლის წლის დადგომის აღსანიშნავად, თბილისში რამდენიმე ღონისძიების მოწყობა იგეგმება.

-

- Advertisment -spot_img

ჩინური ახალი წელი (ჩინ. 春节 chūnjié), ასევე ცნობილი როგორც მთვარის ახალი წელი ან გაზაფხულის ფესტივალი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური დღესასწაულია ჩინეთში და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც.

დღესასწაული, ტრადიციული ჩინური ლუნისოლარული კალენდრით ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ეს დრო, ისტორიულად ღვთაებებისა და წინაპრების პატივისცემას ეთმობოდა, დღეს კი, გართობასთან, საზეიმო განწყობასთან და  ოჯახის წევრების მონახულებასთან ასოცირდება.

საქართველოში ჩინური ახალი წლის დღესასწარული ყოველწლიურად აღინიშნება. 2023 წელს, კურდღლის წლის დადგომის აღსანიშნავად, თბილისში რამდენიმე ღონისძიება მოეწყობა:

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

20 იანვარს, 15:00-ზე, უნივერსიტეტში იგეგმება პერფორმანსები და აქტივობები, სადაც სტუმრები გაეცნობიან ჩინურ ისტორიას, კულტურასა და ჩინური ახალი წლის ტრადიციებს. მათ ასევე შეეძლებათ ვიქტორინაში ჩართვა და პრიზების მიღება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგეძლებათ აქ.

ბაზარი ორბელიანზე • Bazari Orbeliani

ბაზარი ორბელიანზე 20 იანვრის 19:00 საათიდან 22 იანვრის 23:45 საათამდე უმასპინძლებს ჩინური ახალი წლის დღესასწაულისთვის მიძღვნის ღონისძიებებს.

ღონიძიებაზე დაანონსებულია მომავალი წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ბედის ნამცხვრები, ჩინური სტილის ანიმაციები, ცეკვები, ფარნები და სხვა ტიპის აქტივობები.

ამასთან, სადღესასწაულო შაბათ-კვირას ვიზიტორებს შეეძლებათ ჩინური კერძების დაგემოვნება და მუსიკის მოსმენა დიჯეის თანხლებით. ღონისძიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

TRIBE

21 იანვარს 23:00 საათიდან იგეგმება ღონისძიება აზიური დრესკოდით. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Zen • ზენ

Zen • ზენ კი სტუმრებს ჩინური ახალი წლის აღსანიშნად კონცეპტუალურ მუსიკის ფონზე,  ავთენტური აზიურ კერძებსა და მრავალფეროვან საავტორო კოქტეილების დაგემოვნებას სთავაზობს. კარი 22:00 საათზე გაიღება. 

Siang-Gan

22 იანვარს, 20:00 საათიდან იგეგმება ჩინური ახალი წლის ღონისძიება რესტორან Siang-Gan -ში, სადაც სტუმრებს კარგი მუსიკა, გამორჩეული აზიური კერძები და ე.წ “სამკითხაო ორცხობილა” იგივე “ბედის ორცხობილა” დახვდებათ.

 

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: