გამოიცანი ფარნებზე დაწერილი გამოცანები

ფარნებზე დაწერილი გამოცანების გამოცნობა უნიკალური და მრავალფეროვანი ჩინური ტრადიციული ფოლკლორული გასართობი აქტივობების ერთ-ერთი სახეობაა. ფარნების ფესტივალისათვის დამახასიათებელი ეს აქტივობა უძველესი დროიდან მომდინარეობს. მთვარის კალენდრით ყოველი პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს, ტრადიციების მიმდევარი ყოველი ადამიანი ფერადი ფარნებისა და ფოიერვერკის საშუალებით აღნიშნავს,  შემდეგ კი პატარა ქაღალდებზე წერს გამოცანებს და ფერად ფარნებზე ამაგრებს, რათა სხვებმა  გამოიცნონ.

 

   ეს ტრადიცია ჩინურ ლიტერატურაში მე-13 საუკუნიდან გვხვდება, ჭოუ მის წიგნში „მემუარები სამხრეთ სუნგის დედაქალაქ ხანგჭოუში ცხოვრებაზე“ ნახსენებია სწორედ ფარნებზე დაწერილი გამოცანები. გამოცანები დაფუძნებული იყო პოეზიაზე, ფოლკლორულ ნაწარმოებებზე, ისტორიულ მოვლენებსა და, ზოგ შემთხვევაში, ხუმრობებზეც კი. როგორც წესი, სწავლულები წერდნენ გამოცანებს და ამაგრებდნენ ფარნებზე, შემდეგ ხალხს უნდა გამოეცნო ისინი. გამოცანის გამოცნობის შემთხვევაში შესაძლოა, მცირე ჯილდოებიც კი მიეღოთ.

ვინაიდან გამოცანებს შეუძლია გააფართოოს ადამიანის ცოდნა და  ინტელექტი, და ამასთან შექმნას სადღესასწაულო ატმოსფერო, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი  იღებდა გამოცანების გამოცნობაში მონაწილეობას და თანდათან ფარნებზე დაწერილი გამოცანების გამოცნობა ფარნების დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად იქცა.  ფარნების გამოცანებმა გაამდიდრა სადღესასწაულო ატმოსფერო და გვაჩვენა უძველესი მშრომელი ხალხის სიბრძნე, ინტელექტი და მათი მისწრაფება მშვენიერი და კარგი ცხოვრებისაკენ.

 

       გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს ფარნების გამოცანებიდან :

   გამოცანა: მე შემიძლია გამოგყვე შენ ათასობით კილომეტრის მანძილზე და მაინც არ მოვშორდე ჩემს სახლს. არ ვუშინდები არც სიცივეს და არც ცეცხლს, არ მოგთხოვ არც საკვებს და არც სასმელს. თუმცა კი უმალ გავქრები, როდესაც მზე დასავლეთის მთებს მოეფარება. ვინ ვარ მე?

პასუხი : შენი ჩრდილი

   გამოცანა : ის დღე და ღამ დაუღალავად მუშაობს, მუდამ ითვლის რიცხვებს, თუმცა 12-ს ვერასდროს სცდება. რა არის?

პასუხი : საათი

   გამოცანა: რა არის ის, რაც შენ გეკუთვნის, თუმცა სხვები შენზე მეტად იყენებენ მას?

პასუხი : შენი სახელი

    გამოცანა: ისინი ტყუპი დები არიან, ერთი და იმავე სიმაღლის. ყოველთვის ერთად, მხარდამხარ მუშაობენ სამზარეულოში. რა საჭმელიც მომზადდება, ისინი ყოველთვის პირველი სინჯავენ. ვინ არიან?

პასუხი : ჩინური ჩხირები

   გამოცანა: წყალი მას ვერ ამოძრავებს. ცეცხლს არ შესწევს მისი დაწვის ძალა. ის ვერასოდეს დაგანაყრებს, თუმცა კი მაინც ყველას სჭირდება. რა არის?

პასუხი: ჰაერი

   გამოცანა: როდესაც შენ ტირი, ისიც ტირის. როდესაც იცინი, ისიც იცინის. თუკი ჰკითხავ მას ვინ არის, ის გიპასუხებს: „შენ ეს იცი“. რა არის?

პასუხი : სარკე