Home კულტურა ჩინური კალიგრაფია – კაცობრიობის არამატერიალური კულტურული საგანძური

ჩინური კალიგრაფია – კაცობრიობის არამატერიალური კულტურული საგანძური

0
68

ჩინური კალიგრაფია ყოველთვის იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კომუნიკაციის ინსტრუმენტი. იგი მოიცავს მხატვრულობის იმ ელემენტებს, რომელთა პრაქტიკა დღემდე დიდად ფასობს. დღეს, ბურთულიანი კალმებისა და კომპიუტერების ეპოქაში, იგი აღარ წარმოადგენს მხოლოდ ინტელექტუალებისა და თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილ ერთგვარ დომინანტურ ინსტრუმენტს, არამედ იქცა პროფესიონალი ხელოსნებისა და მოყვარული ენთუზიასტების ხელმისაწვდომ ხელოვნების ფორმად. ჩინეთში კალიფრაფობა ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ პროფესიად ითვლება.

ჩინური კალიგრაფების ფუნჯები გამოიყენება დამწერლობის ხუთი განსხვავებული სტილის დასაწერად, რომლებიც ცნობილია როგორც:

  1. ჭუანშუ (篆书)- Seal Script
  2. ლიშუ (隶书)- Clerical Script
  3. ქაიშუ (楷书)- Regular Script
  4. სინგშუ (行书)- Semi-Cursive Script
  5. ცაოშუ (草书) – Cursive Script

ჩინური კალიგრაფიის ნიმუშებს ვხვდებით ნებისმიერ საწერ ზედაპირზე, მათ შორის კლდოვან კედლებზეც კი, თუმცა ყველაზე ხშირად წერილების, გრაგნილების, ლიტერატურის ნაწარმოებებისა და მარაოების მოსართავად განკუთვნილი წარწერების ფორმით. უძველესი კალიგრაფიული ძეგლი კუს ბაქანზეა შესრულებული, იგი “ძაკუვენის” (甲骨文) სახელითაა ცნობილი და ძვ.წ. 1600 – 1046 წლებით (შანგის დინასტია) თარიღდება.

დღეს, ტრადიციული ოსტატ-შეგირდული სწავლების გარდა, ჩინური კალიგრაფია სკოლებშიც ისწავლება. იგი წარმოადგენს უდიდესი მნიშვნელობის მქონე არხს ტრადიციული კულტურის შესაფასებლად და განასახიერებს ქვეყნის ინტელექტუალური და მხატვრული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ასპექტებს.

ჩინური კალიგრაფია სიამაყისა და სიამოვნების წყაროა არა მხოლოდ ჩინელი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რასაც იუნესკოს მიერ 2009 წელს მისი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანაც მოწმობს.