აპრილი15 , 2024
კულტურაჩინური მითოლოგია - თაობებზე გადაცემული ანტიკური მითები

ჩინური მითოლოგია – თაობებზე გადაცემული ანტიკური მითები

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინური მითოლოგია ისტორიის, ფოლკლორისა და რელიგიური წარმოდგენების ნაკ რებია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ზეპირი და წერილობითი სახით. ჩინური მითოლოგიის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ მისი პერსონაჟები რეალურ ისტორიულ პიროვნებებად განიხილებოდა. მითები საუკუნეე ბის მანძილზე გადაიცემოდა ზეპირი ფორმით მანამ, სანამ არ დაიწყეს მათი ჩაწერა წიგნებში („შანხაიძინგი“, ანუ „მთებისა და ზღვების წიგნი“, ძვ. წ. 4-2 სს.). დანარჩენი მითები გადაიცემოდა ზეპირი სა ხით (თეატრებისა და მუსიკის საშუალებით). დიდია მითების გავლენა კონფუციანიზმსა და ტაოიზმზე. არსებობს ერთი და იმავე მითის
სხვადასხვა ვარიანტი, ხშირად ისინი ერთმანეთს არც კი ემთხვევა და მეტიც, ეწინააღმდე გება კიდეც.

ფუსი და ნიუვა. ფუსი და ნიუვა ჩინელებს ნახევრად გველ და ნახევრად ადამიან არსებებად წარმოედგინათ. ძველი ხალხი თვლიდა, რომ ფუსი მართავდა ცას, ხოლო ნიუვა დედამიწას. ამბობენ, რომ ნიუვამ ნივთები და ადამიანები თავისი ხელით თიხისაგან შექმნა.

ფანკუ. ის არის პირველი მგრძნობიარე არსება და შემოქმედი. თავდაპირველად სამყაროში სუფევდა უფორმო ქაოსი. ამ ქაოსში 18000 წლის მანძილზე კვერცხში ეძინა ფანკუს. როდესაც ინი და იანგი სამყაროში დაბალანსდა, ფანკუმ გამოიღვიძა. დააცილა ერთმანეთს ინი და იანგი. ინი გადაიქცა დედამიწად, ხოლო იანგი – ცად. ფანკუ მათ შორის მოექცა და აკავებდა ცას. 18000 წლის შემდეგ ფანკუ წამოწვა დასასვენე ბლად ანუ გარდაიცვალა. მისი ამონასუნთქი გადაიქცა ნიავად, ხმა ჭექაქუხილად გაისმა, მარცხენა თვალი – მზედ, მარჯვენა – მთვარედ, თმა და წვერულვაში – ცაზე გაბნეულ ვარსკვლავებად იქცა. მისი ხმა გახდა სამყაროს ოთხი პოლუსი, ტანი ხუთ წმინდა მწვერვალად ამოიზარდა. სისხლი – აქაფებულ მდინარედ, ძარღვები – გზებად და ბილიკებად, კუნთები – სახნავ მიწებად, ნაყოფიერ ნიადაგად, ხოლო კბილები, ძვლები და ძვლის ტვინი – თეთრ იასპად, მწვანე ნეფრიტად და სხვა ძვირფას თვლებად იქცა. ბალანი, რომელიც ტანს უფარავდა უღრან ტყეებად და გაუვალ ბარდებად იქცა, მისი ოფლი კი კეთილშობილ წვიმად გარდაიქმნა, ის პატარა არსებები კი, რომლებიც მის ტანზე დაცოცავდნენ, ადამიანებად გადაიქცნენ. ფანკუ გვევლინება სამყაროს შემქმნელად.
ასევე არსებობს სხვა უამრავი მითი, მათ შორის ყველაზე ცნობილი მითები შეეხება სამყაროს შექმნას: „ფანკუ ქმნის ცასა და მიწას“, “ნიუვა ქმნის ადამიანს“; ადამიანის ბრძოლას ბუნებასთან: „მშვილდოსანი ი ანადგურებს მზეს“, „ძინ ვეი ზღვის სტიქიას მიწად აქცევს“, გმირულ თავგანწირვას: „შენ-ნუნგი სინჯავს წამლებს“, „კუნ იუი აწყნარებს წყლის სტიქიას“ და ა.შ. ეს ლეგენდები წარმოაჩენენ ძველი ჩინელების მსოფლმხედველობას, და მათ სურვილს დაიმორჩილონ ბუნების ძალები.
ჩინური მითოლოგია აისახა ჩინურ ლიტერატურაშიც. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ჩინური ლიტერატურის განვითარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მითოლოგია წარმოადგენს ჩინური ლიტერატურის სათავეს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები