აპრილი15 , 2024
ახალი ამბებისი ძინფინგმა ჩინეთის მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

სი ძინფინგმა ჩინეთის მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი 2023 წლის 7 თებერვალს ცენტრალური კომიტეტის პარტიულ სკოლაში სასწავლო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას მან ისაუბრა ჩინეთის მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებასა და მის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა მოდერნიზაციის უნიკალურობის 5 მახასიათებელს და მთავარი თეორიული მიგნებების იმპლემენტაციას.

-

- Advertisment -spot_img

7 თებერვალს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ჩინეთის მოდერნიზაციისა და წინსვლის სწორი გაგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარემ, ეს შენიშვნები  პარტიის ცენტრალური კომიტეტის (მმართველობის ეროვნული აკადემია) პარტიულ სკოლაში სასწავლო სესიის გახსნისას გააკეთა.

სხდომას ესწრებოდნენ ცენტრალური კომიტეტის ახლადარჩეული წევრები და მოადგილეები, ასევე პროვინციული და მინისტრების დონის ოფიციალური პირები.

„მთავარი თეორიული ინოვაცია“

სიმ მიმართვისას განაცხადა, რომ ჩინეთის მოდერნიზაციის თეორიის შეჯამება კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნულ კონგრესზე მიღწეული მთავარი თეორიული ინოვაციაა, რომელიც მეცნიერული სოციალიზმის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. მის მიხედვით, ჩინეთის მოდერნიზაციის კონცეფცია მომდინარეობს ხანგრძლივი და შრომატევადი კვლევის შედეგებიდან და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მისი გაფართოება და გაღრმავება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის მე-18 ეროვნული კონგრესის შემდეგ, პარტიამ წარმატებით გააუმჯობესა და გააფართოვა ჩინეთის მოდერნიზაციის პროცესი.

ისტორიულმა მიღწევებმა განსაკუთრებით აბსოლუტური სიღარიბის აღმოფხვრამ ყველა ასპექტში, გამოიწვია ინსტიტუტების გაძლიერება, შექმნა უფრო მყარი მატერიალური საფუძვლები და გახდა შთაგონების წყარო ჩინეთის შემდგომი მოდერნიზაციისთვის.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინგი სიტყვით გამოდის სასწავლო სესიის გახსნაზე ცენტრალური კომიტეტის (მმართველობის ეროვნული აკადემიის) პარტიულ სკოლაში, 2023 წლის 7 თებერვალს.

ახალი მოდელი უნიკალური მახასიათებლებით

მოხსენებაში აღინიშნა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩინეთის მოდერნიზაციის ფუნდამენტური მიმართულების, მომავლისა და წარმატებისთვის. სის თქმით, მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით შეიძლება ჩინეთის მოდერნიზაციას ჰქონდეს პერსპექტიული მომავალი.

მან ისაუბრა, რომ ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესი უნდა ეწყობოდეს მოდერნიზაციის ზოგად წესს, მაგრამ ის უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს რეალობას და მის უნიკალურ მახასითებლებს.

მე-20 ეროვნული კონგრესის მოხსენების ციტირებით, სიმ თქვა, რომ ჩინეთის მოდერნიზაციას ხუთი უნიკალური მახასიათებელი აქვს. ეს არის უზარმაზარი მოსახლეობის მოდერნიზაცია, ყველასათვის საერთო კეთილდღეობა, მატერიალური და კულტურულ-ეთიკური წინსვლა, კაცობრიობასა და ბუნებას შორის ჰარმონია და მშვიდობიანი განვითარება.

მან დასძინა, რომ ჩინური მოდერნიზაცია დაფუძნებულია ტრადიციულ ჩინურ კულტურაზე, განასახიერებს სამეცნიერო სოციალიზმის ბუნებას და ეყრდნობა ცივილიზაციის მიღწევებს.

“ჩინეთის მოდერნიზაცია არის ახალი მოდელი კაცობრიობის წინსვლისთვის და ის არღვევს მითს იმის შესახებ, რომ მოდერნიზაცია უდრის ვესტერნიზაციას“. იგი წარმოადგენს მოდერნიზაციის სხვა სურათს, აფართოებს არხებს განვითარებადი ქვეყნებისთვის მოდერნიზაციის მისაღწევად და მსოფლიოს სთავაზობს უკეთესი სოციალური სისტემის ძებნის გზაზე ჩინურ გადაწყვეტას.

„სისტემური მცდელობა“

ჩინეთის მოდერნიზაციის წინსვლა სისტემატური პროცესია, ხაზგასმით აღნიშნა სიმ. მას შემდეგ, რაც სტრატეგია ჩამოყალიბდება, ის გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს დაცული.

ინოვაცია, საერთო ეროვნული განვითარების პროცესში განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

„ჩინეთის მოდერნიზაცია, რომელიც უპრეცედენტო და პიონერული წამოწყებაა, აუცილებლად წააწყდება ყველა სახის რისკს, გამოწვევას, სირთულეს და სახიფათო ქარიშხალსაც კი, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენ შეგვიძლია განჭვრიტოთ, ზოგს კი ვერ ვიწინასწარმეტყველებთ,” – თქვა სიმ. „მოდით, გამოვიყენოთ ჩვენი დაუოკებელი მებრძოლი სული, რათა ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენი საქმისთვის“.

სიმ ხაზი გაუსვა 2023 წელს მუშაობის მნიშვნელობას ჩინეთის მოდერნიზაციისთვის.  ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გეგმები სრულად უნდა განხორციელდეს ეკონომიკის საერთო პროგრესის მისაღწევად, თქვა მან.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: