Home "სარტყელი და გზა" ჩინეთის ექსპერტი 2019 ჩინური ტრადიციული მხატვრობა

ჩინური ტრადიციული მხატვრობა

შალვა ჩიხლაძე

0
87

ჩინური ტრადიციული მხატვრობა, ჩინურად კუო ხუა (国画) ერთ-ერთი უძველესი და დღემდე შენარჩუნებული ხელოვნების დარგია. ჩინურ ტრადიციულ მხატვრობა ფუნჯის გამოყენების ტექნიკის მხრივ კალიგრაფიას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე დასავლური სტანდარტებით მხატვრობას. მასალად ქაღალდი ან აბრეშუმი გამოიყენებოდა, ხოლოს საღებავში არ იყო ზეთის შემადგენლობა. მხატვრობაში გამოიყოფა ორი მთავარი სტილი:

ე.წ 工笔 gong bi- რომელიც გულისხმობს უაღრესად დეტალურად და ყურადღებით შესრულებულ ნამუშევარს, რომელსაც იყენებდნენ წარჩინებული ოჯახის მსახური მხატვრები.

მეორე მნიშვნელოვანი სტილია ე.წ 水墨-shui mo- წყალი და მელანი, სახელიდან გამომდინარე, ამ სტილში ხატვისას მთავარი მასალა მელანი და წყალი იყო.

ჩინურ ტრადიციულ მხატვრობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ე.წ ლანდშაფტურ მხატვრობას, რომლის დროსაც ლანდშაფტი და მისი დეტალურად ასახვა მხატვრის უპირველესი ამოცანაა. ლანდშაფტური მხატვრობა იწყება ე.წ ხუთი სამეფოს პერიოდიდან და აღწევს გვიანდელი სუნგის პერიოდამდე (907-1127).

 სამხრეთ თანგის პერიოდში (937-975) სასახლის მხატვრები ხშირად გამოხავდნენ იმპერატორის ცხენებს, სასახლის ყოველდღიურ ცხოვრებასა და წარჩინებულ ქალებს. 907-1378 წლებში  ასევე პოპულარული გახდა პეიზაჟური მხატვრობა სადაც უმთავრესი ხაზი მთასა და წყალზე გადიოდა.

ბუდისტური ტაძარი მთებში, მე-11 საუკუნე, ინახება ქალაქ მისურიში.

პეიზაჟისა და სასახლის ცხოვრების ასახვასთან ერთად შუა საუკუნეებში ჩინეთში ასევე პოპულარული იყო ყვავილებისა და ფრინველების ხშირ შემთხვევაში წეროების გამოსახვა ერთად.

NO COMMENTS