აპრილი28 , 2024
Videoჩინური ჩაის დამზადება იუნესკოს სიაში შევიდა

ჩინური ჩაის დამზადება იუნესკოს სიაში შევიდა

-

- Advertisment -spot_img

ჩინურმა ჩაიმ, რომელიც მსოფლიოს ათასწლეულების განმავლობაში აღაფრთოვანებდა, საბოლოოდ უმაღლესი დონის გლობალური აღიარება მოიპოვა, როგორც კაცობრიობის საერთო კულტურულმა საგანძურმა.

ჩაის დამუშავების ტრადიციული ტექნიკა და მასთან დაკავშირებული სოციალური პრაქტიკა 2022 წლის 29 ნოემბერს დაემატა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიას.

იუნესკოს ცნობით, ჩინეთში არსებული ჩაის დამუშავების ტრადიციული ტექნიკა მჭიდრო კავშირშია გეოგრაფიულ მდებარეობასა და ბუნებრივ გარემოსთან, რის შედეგადაც გავრცელების დიაპაზონი ჩრდილო-აღმოსავლეთით 18°-37° და აღმოსავლეთით 94°-122°-ს შორისაა.

ჩინეთში მოყვანილი 2000-ზე მეტი ჩაის ჯიში ძირითადად ექვს კატეგორიაში ერთიანდება – მწვანე (绿茶), შავი (黑茶), ყვითელი (黄茶), შავი დრაკონის იგივე ულონგი (乌龙茶), თეთრი (白茶) და წითელი (红茶). ჩაის პრაქტიკა გაზიარებულია მრავალ ეთნიკურ ჯგუფს შორის და უზრუნველყოფს იდენტობისა და უწყვეტობის განცდას. სამინისტროს ცნობით, ჩინეთში 40-ზე მეტი პროფესიული კოლეჯი და 80 უნივერსიტეტია, სადაც ჩაის მეცნიერულ და კულტურულ დონეზე შასწავლაა შესაძლებელი, რის შედეგადაც ყოველწლიურად 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჩაის წარმოებასა და ხელობაში ერთვება.

როგორც კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს იუნესკოსთვის წარდგენილ დოკუმენტშია აღნიშნული, ჩაი ჩინელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველგანაა გავრცელებული. მიირთმევენ სახლებში, სამსახურში, ჩაის სახლებში, რესტორნებსა და ტაძრებში; გამოიყენებოდა და გამოიყენება ისეთი ცერემონიების დროს როგორიცაა ქორწილი, შეგირდობა და მსხვერპლშეწირვა. ამასთან, ჩაი კომუნიკაციისა და სოციალიზაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. მასთან დაკავშირებული ჩვეულებები კი არა მხოლოდ ჩინეთის მასშტაბითაა გავრცელებული, არამედ, უძველესი აბრეშუმის გზისა და სავაჭრო გზების მეშვეობით გავრცელების შემდგომ, დიდ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები