Home ახალი ამბები თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

26 სექტემბერს, სასტუმრო ხუალინგში, აღინიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

0
38

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც 600-მდე ადამიანი დაესწრო, სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ჭოუ ციენმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს 31 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მიღწევებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს.

„მჯერა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს „სარტყლისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ კონცეფციებს შორის სტრატეგიული თავსებადობის გაზრდას.“

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩინეთთან ტრადიციულ მეგობრობასა და თანამშრომლობას. საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მან დიდი მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა კეთილდღეობასა და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციისა და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ერისიონის“ კულტურული ნომრები.

%d bloggers like this: