მარტი24 , 2024
კატეგორიის გარეშეჭუახაი "სარტყელი და გზის" ინიციატივის გასწვრივ კავშირებს აფართოებს

[:ka]ჭუახაი “სარტყელი და გზის” ინიციატივის გასწვრივ კავშირებს აფართოებს [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

კუანგტუნგის პროვინციის სანაპირო ქალაქი ჭუახაი სავაჭრო მარშრუტების საყრდენი წერტილი გახდა. ქალაქი პოტენციალის შემდგომ ზრდას ისახავს მიზნად. ჭუახაი ცდილობს ინტეგრირება მოახდინოს “სარტყელი და გზის” ინიციატივის და გახდეს მთავარი დანიშნულების წერტილი და საერთაშორისო სატრანსპორტო კერა 2021 წლისთვის.

6 დეკემბერს ჭუახაიში იხსნება 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ფორუმი და ჩინური კომპანია “Going Global”. მოლოდინი არის ძალიან დიდი, ვინაიდან ქალაქი გახდება პლატფორმა რათა ჩინეთის ამბიციები და ხედვები ფართოდ გახდეს ცნობილი “სარტყელისა და გზის” მონაწილე სხვა ქვეყნებისათვის.

ცოტა ხნის წინ, კუანგჭოუში გამართულ პრესკომფერენციაზე, ქალაქის საჯაროობის დეპარტამენტის მეთაურის ლუნგ კუანგიენის განაცხადებით, ჭუახაი უნიკალური გეოგრაფიული უპირატესობით გამოირჩევა, როგორც ჰონგ-კონგის ასევე მაკაოსათვის და დიდი ხანია წარმოადგენს სინო-დასავლური კულტურული გაცვლის გასაღებს. ჭუახაი ჰონგ-კონგთან და მაკაოსთან ინტეგრირებული თანამშრომლობის ხელშეწყობას ახორციელებს და აწარმოებს მაღალი დონის საერთაშორისო ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ლათინური ამერიკის ქვეყნებში მომუშავე საწარმოების მხარდაჭერას. იგი ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ტექნოლოგიურ მომსახურებაში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების სექტორი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჭუახაისა და სხვა ქვეყნებს შორის გასულმა უცხოურმა ვაჭრობამ შარშან 7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ამ წლის პირველ 10 თვეში 81.47 მილიარდ იუენს (12.34 მილიარდი დოლარი) გაუტოლდა.

ქალაქი ჭუახაი აპირებს სანაპირო ტურიზმის, მაღალი დონის კონფერენციისა და გამოფენის ინდუსტრიის გაზიარებას და კულტურისა და სპორტის მომსახურების გაფართოებას მიზნობრივი რეგიონებისკენ. ტროპიკული ხილის, სამედიცინო მასალებისა და ჯანდაცვის პროდუქტების იმპორტის გაფართოების მიზნით, ქალაქი საპილოტე სავაჭრო ზონების ჩამოყალიბებას გეგმავს სამხრეთ აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ასოციაციაებთან.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები