მარტი28 , 2024
ბიზნესიჯეკ მა: უფრო მეტი ყურადღება ახალგაზრდებსა და ...

[:ka]ჯეკ მა: უფრო მეტი ყურადღება ახალგაზრდებსა და მცირე ბიზნესებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

Alibaba – ს დამფუძნებელი ჯეკ მა თვლის, რომ მსოფლიომ ახალგაზრდების წამოწყებულ მცირე ბიზნესებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

“მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ მცირე ბიზნესი და განვითარებადი ქვეყნები გლობალიზაციისგან სარგებელს მიიღებენ და ამიტომ ახალგაზრდებს  უნდა შესთავაზონ გლობალური პრობლემების გადაჭრის საკითხებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა,” – განაცხადა მამ.

ნიუ-იორკში გამართულ Bloomgerg –  ის გლობალურ ბიზნეს ფორუმზე,  ჯეკ მამ განაცხადა, რომ მსოფლიო ფოკუსირდებოდა ისედაც მსხვილი კომპანიების მხარდაჭერაზე და ეს უნდა შეიცვალოს.

“ მე მჯერა, რომ მცირე შესანიშნავია და მძლავრი.”

მსოფლიო ძირითადად კომპანიების 20% -ს უჭერს მხარს და მათ შორის ფაქტობრივად ყველა მსხვილია. ჯეკ მა მხარს უჭერს დანარჩენ 80%- ზე ფოკუსირებას, რომელსაც აქამდე არ ჰქონია მხარდაჭერა.

“განვითარებადი ქვეყნებიც იმსახურებენ უფრო დიდ ყურადღებას გლობალურ ძალისხმევებში, რათა შეიქმნას უფრო ინკლუზიური, მდგრადი და ჯანსაღი გარემო.”

“მსოფლიოს მხოლოდ G20 და B20 არ სჭირდება, ჩვენ G200 და B200 გვჭირდება.”

თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების განათლების რეფორმებს დაუთმო, რათა ისინი მოემზადოს მონაცემთა ტექნოლოგიების ეპოქისთვის.

“მათ არ სურთ ინფორმირება, მათ სურთ ჩართულობა.”

ჯეკ მამ განაცხადა, რომ ტექნოლოგიებმა უამრავი სამუშაო გაანადგურა, მაგრამ ამავდროულად სხვა ბევრი შესაძლებლობაც შექმნა.

ქვეყნებმა მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ ისინი იყვნენ “ინოვაციურები და კრეატიულები” და ამ შესაძლებლობებს მომავალი თაობა გამოიყენებს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები