მარტი28 , 2023
სპორტიქართველი სპორტსმენების დიდი წარმატება უშუს მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე

[:ka]ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატება უშუს მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთში, ს’ჩუანის პროვინციის ქალაქ ემეიშანში ჩინური საბრძოლო ხელოვნების, ტრადიციული უშუს, რიგით მე-7 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მსოფლიოს 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. უშუს მსოფლიო ასპარეზზე 5 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა.

ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატება მოიპოვეს. ნაკრები სამშობლოში 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ვერულიძის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მარი თურმანიძემ (ჩა ცუენი) მოიპოვა. დავით გულისაშვილმა (ფანცძი ცუენი) და ნინო ჩიხლაძემ (თაიცძი ცუენი) ვერცხლის მედლები მოიგეს, ლაშა სუმბულაშვილმა კი ვეტერანთა შორის (თაიძი ცუენი) მესამე ადგილი დაიკავა.

მარიამი წელს პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა ეს მისი პირველი წარმატება ნამდვილად არ ყოფილა. წარსულში ის არაერთხელ გამხდარა საპატიო ადგილის მფლობელი. მას პირველი ადგილი აქვს მოპოვებული “მოსკოვის ვარსკვლავზე” და არის ევროპის პრიზიორი მესამე ადგილის მფლობელი.

მე-9 წელია რაც დაკავებული ვარ საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობით. მსოფლიო პირველობა წელს პირველად მოვიპოვე. ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით და გავაკეთებ ყველაფერს, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო”- განაცხადა მარიამმა.

ქართველი სპორტსმენები უშუს მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელის ლაშა სუმბულაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ. მსოფლიო ტურნირში მონაწილეობა მანაც მიიღო. ლაშამ ვეტერანთა შორის თაიძი ცუენში მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს ბრინჯაოს მედლით დაუბრუნდა.

სინომედიასთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უშუს ტრადიციულ სახეობებში მოიცავდა საჩვენებელ გამოსვლებს. ტურნირი არ იყო კონტაქტური სახის. სპორტსმენებს  უნდა ეჩვენებინათ უმაღლესი ტექნიკა.

“ისეთ წამყვან ქვეყნებთან ასპარეზობა, როგორიცაა ჩინეთი, ამერიკა, თურქეთი ძალზედ რთულია. კონკურენცია იყო ძალიან მაღალი. მე ორმაგად მოხარული ვარ, რომ  პირველობა მოვიპოვეთ უშუს წამყვანი ქვეყნის, ჩინეთის გვერდით და საქართველოს ოქროს მედლით დავუბრუნდით”- განაცხადა ლაშა სუმბულაშვილმა.

ქართველს სპორტსმენებს გულშემატკივრებმა აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს და მათ ოვაციებით შეხვდნენ.

[:]

უახლესი სტატიები

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები