Home პერსონა ყველაზე პოპულარული ჩინელი რეჟისორი – ჭანგ იმოუ

[:ka]ყველაზე პოპულარული ჩინელი რეჟისორი – ჭანგ იმოუ[:]

0
5962

[:ka]

ცნობილი ჩინელი რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი და მსახიობი ჭანგ იმოუ, დაიბადა 1950 წლის, 2 აპრილს სიანში, შაანსის პროვინციის დედაქალაქში. მისი მამა, პროფესიით დერმატოლოგი, ეროვნული რევოლუციური არმიის ოფიცერი იყო, ჩინეთის სამოქალაქო ომის პერიოდში.

მას ადრეულ ბავშვობაში არაერთი სირთულისგადალახვა მოუწია. 1960-70 წლებში, კულტურული რევოლუციის დროს, ჭანგმა დატოვა სკოლა და სამუშაოდ წავიდა. თავდაპირველად, ის მუშაობდა ფერმის მუშაკად 3 წელი, შემდეგ კი 7 წელი იმუშავა ბამბისგადამამუშავებელ ქარხანაში. ამ ხნის განმავლობაში, იგი მხატვრობამ და სამოყვარულო ფოტოგრაფიმ გაიტაცა. 1978 წელს, მან ჩააბარა პეკინის კინო აკადემიაში, ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე. ჭანგს საპატიო დოქტორის წოდება აქვს ბოსტონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.

როდესაც, 1978 წელს, პეკინის კინო აკადემიამ ახალი სტუდენტებისთვის სწავლის კარი გააღო, 27 წლის ჭანგს აკადემიური კვალიფიკაციის არანაირი წინაპირობა არ გააჩნდა. კულტურის მინისტრთან პირადად შეხვედრის შემდეგ, სადაც ჭანგმა მას საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო გადასცა, ის კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე ჩარიცხეს. მან სწავლა 1982 წელს დაასრულა. სწავლის დასრულების შემდეგ, ის და მასთან ერთად სხვა კურსდამთავრებულები, სხვადასხვა რეგიონების სტუდიოში გაგზავნეს სამუშაოდ. ჭანგს წილად კუანგსის კინო სტუდიო შხვდა. კურსდამთავრებულები მალევე მიხვდნენ რეჟისორების სიცრუეს და თუ თავდაპირველად ისინი რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდნენ, კულტურული რევოლუციის შემდეგ, მოიპოვეს ნებართვა თავად გადაეღოთ ფილმები. ამის ნაყოფი გახდა ჭანგ ძიუნჭაოს რეჟისორობით გადაღებული ფილმი „ერთი და რვა“, სადაც ჭანგ იმოუ ფოტოგრაფიის რეჟისორი იყო და ჩენ ქაიკ’ს „ყვითელი დედამიწა“. ამ ორმა ფილმმა წარმატება მოიპოვა ჰონგ-კონგის კინო ფესტივალზე და ჩინური კინო ქვეყნის საზღვრებს გააშორა, უფრო მეტი ადამიანისთვის გახადა ცნობილი.

1985 წელს, საკუთარ ქალაქში, სიანში დაბრუნების შემდეგ, ჭანგი დაინიშნა კინემატოგრაფისტად უ თიენმინგს მომავალი ფილმისათვის „Old Well“, სადაც მტავარ როლშიც თვითონ გვევლინება. ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ჭანგ იმოუმ, ტოკიოს საერთაშორისო კინო ფესტივალზე, საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა.

1987 წელს შედგა ჭანგს სარეჟისორო დებიუტი. გამოვიდა მისი პირველი ფილმი „წითელი გაოლიანი“. ფილმში მთავარ როლს კუნგ ლი ასრულებს. ფილმმა რეჟისორს დიდი წარმატება მოუტანა, რომელთა შორის კინოკრიტიკოსთა აღიარება და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ძილდოც შედიოდა, საუკეთესო სურათისთვის. მისის შემდეგი სურათი Codename Cougar-ის სახელწოდებით გამოჩნდა ეკრანებზე, 1989 წელს. სამწუხაროდ პირველი სურათისგან განსხვავებით, ფილმი ნამდვილი კრახი აღმოჩნდა და ეს თავად რეჟისორმაც აღიარა ოდნავ მოგვიანებით. იმავე წელს, რეჟისორმა ახალი ფილმისთვის მზადება დაიწყო. „ჭუ ტოუ“ – ფილმი მოგვითხრობს მდიდარ ჩინელზე იძულებით მითხოვებული ქალის ბედზე. სადაც მთავარ როლს კუნგ ლი თამაშობს. ფილმი გახდა პირველი ჩინური სურათი, რომელიც ნომინირებული იყო საუკეთესო უცხოური ფილმისათვის, აკადემიის ჯილდოზე. „ჭუ ტოუ“-ს ასეთი წარმატების შემდეგ, ჭანგმა მუშაობა დაიწყო მის მორიგ ფილმზე „აანთე წითელი ფარანი“. ფილმი დაფუძნებულია სუ თუნგის ნოველაზე Wives and Concubines. მთავარ როლს კვლავ კუნგ ლი თამაშობს. ეს უკვე მსახიობის მეოთხე ნამუშევარია, რეჟისორ ჭანგ  იმოუსთან ერთად. ახალმა სურათმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1992 წლის აკადემიის დაჯილდოვებაზე, ფილმი წარსდგა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ნამუშევარი. ჩინური კინოს ისტორიაში ფილმი უკვე მეორე შემთხვევა გახდა.

ჭანგის შემდეგი სარეჟისორო ნამუშვარია „ ციოუ ჭუს ამბავი“. ესაა 1992 წლის ჩინური კომედია-დრამა ფილმი. იგი გვიყვება პროტესტანტ ქალზე, ქიუ ჯუზე, რომელც ჩინეთის სოფელში ცხოვრობს. როდესაც მის ქმარს სცემენ იგი მიუხედავად ფეხმძიმობისა ახლომდებარე ქალაქში, მოგვინაებით კი დიდ ქალაქში მიდის სამართლის საძებნელად. რეჟისორის შემდეგი სურათი იუ ხუას რომანზე დაფუძნებული ფილმია, სახელწოდებით „ ცხოვრება“, რომელიც ბოლო დებიუტიდან ორ წელში გამოვიდა. ამ ფილმის შემდეგ,2006 წლამდე, რეჟისორსა და კუნგ ლის ერთად აღარ უმუშავიათ. მათი დებიუტი, 2006 წელს გამოსულ ფილმში „ოქროს ყვავილის წყევლა“ შედგა. მანამდე კი, რეჟისორის კიდევ ერთი საკმაოდ აღიარებული ნამუშევარი „გმირი“ გამოჩნდა კინოეკრანებზე. ფილმი, რომელიც 2002 წელს გამოვიდა, გვიყვება  ცინის დინასტიის იმპერატორის შესახებ. ფილმი ჩრ. ამერიკაში 2004 წელს გამოვიდა და შემდეგ საქვეყნო აღიარებაც მოიპოვა. სურათი გარკვეული ხანი არ ტოვებდა საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმების სიას, და ამ ტიტულის გამო 2003 წელს ის აკადემიის დაჯილდოებაზეც წარსდგა.

რეჟისორს ამით არ სეუწყვეტია მაყურებელთა განებივრება და სულ რაღაც ორ წელში, 2004 წელს მისი მომდევნო ნამუშევარი „მფრინავი ხანჯლების სახლი“ გამოვიდა. ფილმში ნაჩვენებია  მე-9-ე საუკუნის ჩინეთი, კორუმპირებული მთავრობა მეამბოხეთა არმიასთან ე.წ. “მფრინავ ხანჯლებთან” აწარმოებს ბრძოლას. რომანტიული მებრძოლი მშვენიერ ამბოხებულს ტყვეობიდან დაიხსნის, რათა გოგონა კვლავ შეუერთდეს თავისიანებს.ფილმმა წინამორბედების მსგავსად აღიარება და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ჭანგ იმოუს ფილმის რეჟისურის პარალელურად, სცენაზე სპექტაკლებს ხელმძღვანელობდა. 1998 წელს, მის მიერ დაიდგა პუჩინის ოპერა Turandot. ოპერა გათამაშდა არა მხოლოდ მშობლიურ სცენაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

[:]

NO COMMENTS