სიამენი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის საპორტო ქალაქია. მთლიანობაში ქალაქს 1699.39 კვ. კმ უჭირავს, მოსახლეობა კი 3 531 347 – ია. სიამენი ლამაზი სანაპიროებითა და ხედებით გამოირჩევა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. სიამენის საზღვაო პორტი და აეროპორტი ჩინეთში 12 საუკეთესოთა შორისაა.
გთავაზობთ საპორტო ქალაქის სამზარეულოს ყველაზე მადისაღმძვრელ და პოპულარულ კერძებს.
1. შემწვარი ხამანწკები
ხაილიძიენი ან უბრალოდ შემწვარი ხამანწკები კვერცხით [ფოტო/VCG]2. ხორციანი ბრინჯის გუფთა
ჟოუწუნგი – ხორციანი ბრინჯის გუფთა ქინძთან ერთად [ფოტო/VCG]3. თუსუნტუნგი
კერძი ცნობილია, როგორც ცილებისა და ამინო მჟავების ნაზავი. ადგილობრივი ზღვის პროდუქტი იშვიათად გვხვდება ქვეყნის შიდა რეგიონებში.
4. ზღვის პროდუქტების ლაფშა
სიამენის ზღვის პროდუქტების ლაფშა ადგილობრივი კრევეტებისა და ინდონეზიური ლაფშის ნაზავია. კერძს სხვადასხვა ზღვის პროდუქტითა და ბოსტნეულით ამზადებენ.
5. იხვი სიამენურად
იხვს სეზამის ზეთთან, ბრინჯის ლიქიორთან, ხმელ სუნელებთან და ბოსტნეულთან ერთად ამზადებენ. კერძი განსხვავებული არომატით გამოირჩევა და ძალზედ პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის [ფოტო//VCG]6. არაქისის წვნიანი
კერძი პირველად ციუენჭოუში დააგემოვნეს და შემდეგ ის მთელს ჩინეთში გავრცელდა. მას მოტკბო გემო აქვს და ორგანიზმს ენერგიას მატებს [ფოტო/VCG]7. წებოვანი ლაფშა
წებოვანი ლაფშა პოპულარული საუზმეა ჩინეთში, განსაკუთრებით კი საპორტო ქალაქ სიამენში [ფოტო/VCG]8. “ხუნტუნი” 馄饨
თანგის დინასტიიდან (618–907) მოყოლებული ზამთრის პერიოდში “ხუნტუნის” ჭამა ხალხის ჩვეულებას წარმოადგენს. ყველაზე გავრცელებული ფორმა ხუნტუნის სამკუთხედია, რომელიც ფორმით იტალიურ ტორტელინს წააგავს. ძირითადად ისინი მოხარშულია სოუსთან ერთად ან ზოგიერთ შემთხვევაში კარგად შემწვარია [ფოტო/VCG]9. ხორცის რულეტი
კერძი დიდი მოწონებით სარგებლობს არა მხოლოდ სიამენში, არამედ ტაილანდში, მალაიზიასა და სინგაპურში. იგი მზადდება წვრილად დაჭრილი ღორის ხორცის, ნივრისა და 5 სხვადასხვა სახეობის სუნელისაგან [ფოტო/VCG]10. ხამანწკები
ჩვენი მენიუს ბოლო კერძია გრილზე მომზადებული ხამანწკები, რომელიც სპეციფიკური არომატით გამოირჩევა [ფოტო/VCG][:]
Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...
ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...
ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...
მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...
ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...
მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...