[:ka]

ჩინური კულტურა მსოფლიოს კუთხეებშია გადაჭიმული ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობისა და შესაბამისად, მათი გავლინის გამო, თუმცა ის მაინც მიუწვდომელ, განსხვავებულ და იდუმალ კულტურად გვეჩვენება. გაგანდობთ 10 ძალზედ საინტერესო ფაქტს, რომელიც დაგეხმარებათ ჩინური კულტურის უკეთ აღქმაში.

1 კონფუციანიზმი დიდ გავლენას ახდენს ჩინეთზეconfucius-ის სურათის შედეგი

კონფუციანიზმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მართველობას, ოჯახისა და სოციალური ჰარმონიების პატივისცემას. კონფუციანიზმი, ეს არის ეროვნული ფილოსოფია, რწმენის რელიგიურ სისტემებთან ერთად.

2 ჩინეთი „შუა სამეფოა“  

ჩინური ჩინეთისთვის, Zhōngguó, შესაძლოა  ითარგმნოს როგორც „შუა სამეფო“, რომელიც გამოძახილია უძველესი ჩინური მსოფლმხედველობისა, რომ ჩინეთი არის მსოფლიოს ცენტრი. ჩინელი ხალხი ძალიან ამაყობს თავიანთი ხანგრძლივი ისტორიით და უძველესი კულტურით. ამას მაშინვე შეამჩნევთ, როდესაც ესტუმრებით ჩინეთს, გაეცნობით იქ მცხოვრებთ და იმოგზაურებთ ტურისტულ ადგილებში.

3 ოჯახს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

ჩინელი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახსა და ოჯახის სტრუქტურას. ქორწინება, ოჯახი და ბავშვები წინ მდგომი და მნიშვნელოვანია. ბებია და ბაბუა  თავიანთ შვილებთან ერთად ცხოვრობს  მათი დაოჯახების შემდეგაც კი, ხოლო, ბავშვები ზრუნავენ მშობლებზე გათხოვების შემდეგაც. ოჯახური შეხვედრები მნიშვნელოვანია ტრადიციული ფესტივალების დროს.

4 პინგ-პონგი არის ყველაზე პოპულარული სპორტი ჩინეთში

პინგ-პონგი ანუ იგივე მაგიდის ტენისი ყველაზე პოპულარული სამოყვარულო თამაშია ჩინეთში, რომელსაც ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიონი მიმდევარი ჰყავს. მაო ძედუნმა, 50-იან წლებში მაგიდის ტენისი აქცია ეროვნული სპორტის სახეობად, როგორც ერთგვარი მამოძრავებელი მექანიზმი ეროვნული სიამაყის და საერთაშორისო ურთიერთობების აღდგენის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რატომ არის ჩინეთი ყოველთვის მოწინავე ადგილას გლობალური პინგ-პონგის ტურნირებში.

5 ჩინური კალიგრაფია არის დაფასებული ხელოვნების ფორმა

ჩინური დამწერლობა და იეროგლიფები პატივსაცემი და დაფასებული ტრადიციული ხელოვნების ფორმაა, რომელმაც განაპირობა სხვა, მრავალი ჩინური ხელოვნების ფორმის განვითარება.

6 ტრადიციული ჩინური საბრძოლო ხელოვნება უშუ, გავრცელებული როგორც „ კუნგ- ფუ “  დაკავშირებული სურათი

ტრადიციული ჩინური საბრძოლო ხელოვნება უშუ, გავრცელებული როგორც „ კუნგ- ფუ “  , შესაძლოა დათარიღდეს პერიოდში, როდესაც ადამიანები იყენებდნენ ჯოხებს მხეცებთან საბრძოლველად. დროის გასვლასთან ერთად კუნგ-ფუ გახდა თავდაცვისა და ნადირობის საშუალება. მოგვიანებით კი, კუნგ-ფუ გახდა ერთგვარი საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც იყენებენ ჯარისკაცთა მოსამზადებლად.

7 ჩაი განსაზღვრავს თქვენს სოციალურ სტატუსსtea house shanghai-ის სურათის შედეგი

ჩაი ჩინეთის ნაციონალური სასმელია. ტრადიციული ჩინური ჩაის კულტურის მიხედვით ჩაის დალევის მანერა და კონკრეტულად ის ჩაი, რომელსაც თქვენ მიირთმევთ განსაზღვრავს თქვენს სოციალურ მდგომარეობას. დღეს, ფინჯანი ჩაის მირთმევა სტუმრებისთვის, ერთგვარი ტრადიციაა.

8 ხანელების ჯგუფი ჩინეთის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოდგენს, ხოლო ოფიციალურად ჩინეთს 55 უმცირესობა ჰყავსminorities china-ის სურათის შედეგი

ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად, ქვეყანაში მცხოვრებ 56 ეთნიკურ ჯგუფს აღიარებს, რომელთაგან უმრავლესობას წარმოადგენს  ხანის ეთნიკური ჯგუფი (მთლიანი ჩინეთის მოსახლეობის 92% -ია). თითოეულ ეთნიკურ უმცირესობას საკუთარი დიალექტიენა?, კულტურა, ტრადიციული ჩაცმულობა და დამწერლობა აქვს. თუ თქვენ იმოგზაურებთ ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კუანგსი ან იუნნანი, თქვენ გაეცნობით ისეთ ეთნიკურ ჯგუფებს, რომელთაც ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული კულტურა აქვთ.

9 ჩინური კულტურის გასაღები ტრადიციული ჩინური დღესასწაულებიაchina festivals-ის სურათის შედეგი

ტრადიციულ ჩინურ ფესტივალებს, ოჯახის ფენომენის მსგავსად, მოწინავე ადგილი უჭირავს აქაურ კულტურაში. ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულების სიაშია გაზაფხულის ფესტივალი,  (ასევე ცნობილი, როგორც ჩინური ახალი წელი) ჩირაღდნების ფესტივალი, ცინგმინგი ან  Tomb Sweeping-ის ფესტივალი, დრაკონის ფესტივალი და შუა-საშემოდგომო ფესტივალი.

10 უგემრიელესი ჩინური სამზარეულო და ტრადიციული კერძებიchina cuisine-ის სურათის შედეგი

ჩინეთს ნამდვილად აქვს საჭმლის კულტურა. ჩინეთში მიირთმევენ მრავალი სახეობის საკვებს, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. საკვები, ტრადიციული დღესასწაულების შემადგენელი ნაწილია და პირველი რასაც იქ მცხოვრებისგან გაიგონებთ არის „ გაგისინჯავთ?“.დაკავშირებული სურათი

[:]