[:ka]
არაფერია უფრო საინტერესო, ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობის დაჯავშნა. ამისათვის მომზადება აუცილებელია. ყველაფერი რაც გსურთ, რომ გაიგოთ ჩინური კულტურის, ტრადიციების, ისტორიის შესახებ, თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად. ეს კი საუკეთესო ხერხია „ნოყიერი“ მოგზაურობის დასაგეგმად. რომელია უკეთესი გზა, ვიდრე ზოგიერთი საუკეთესო ჩინური ფილმის ნახვა.
შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფილმს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ იმ ადგილების თუ ტრადიციების შესახებ, რომელიც უნდა შეიცნოთ ჩინეთში მოგზაურობისას.
1 ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი
- ჩინურ ენაზე : 卧虎藏龙 Wò Hǔ Cáng Lóng ‘fig.
- მთავარ როლებში : ჩოუ იუნ ფატი, მიშელ ეონი, ჭანგ წ’ი, ჩანგ ჩენი, ფეი-ფეი ჩენგი
- რეჟისორი : ანგ ლი
- გადაღების ადგილი : ჰონგის სოფელი, ანხუეის პროვინცია
„ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი“ მსოფლიოში აღიარებული ფილმია საომარ ხელოვნებაზე და საუკეთესო დასაწყისია ჩინეთის შესაცნობად. ფილმი გახდა ძალიან წარმატებული მსოფლიო მასშტაბით და მოიგო 40 ჯილდო. მათ შორის აკადემიის პრიზები ანუ ოსკარები – საუკეთესო უცხოურ ენოვანი ფილმი, ოთხი „BAFTA“ და ორი „ოქროს გლობუსის“ ჯილდო, რომელთაგან ერთი, ასევე იყო საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ტიტული. ფილმი კვლავ საუკეთესო ჩინური ფილმების სიაშია და არის ჩინებული შესავალი კარგი დინასტიური ისტორიის. ფილმში შესანიშნავად არის ნაჩვენები საბრძოლო ხელოვნება.
ფილმი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მაყურებელთათის ვისაც აინტერესებს ჩინური საბრძოლო ხელოვნება ან მათთვის ვისაც სურს მომავალში ეწვიოს საბრძოლო ხელოვნების ისტორიულ ღირსშსანიშნაობებს, მაგალითად ლუოიანგში, ხ’ნანის პროვინციაში, შაოლინის მონასტერში რომელიც არის „კუნგ-ფუ“-ს სახლი.
2 ცხოვრება
- ჩინურ ენაზე : 活着 Huózhe
- მთავარ როლებში : კ იოუ, კუნგ ლი
- რეჟისორი : ჭანგ იმოუ
- გადაღების ადგილი : ძველი ქალაქი, შანტუნგის პროვინცია
ფილმი დაფუძნებულია, ცნობილი ჩინელი ავტორის იუ ხუას წიგნზე. ფილმი არის ერთ-ერთ აზარტულ მოთამაშეზე, რომელიც ქალაქის პატივცემული ოჯახის შვილია. როდესაც ის რჩება ღია ცის ქვეშ და კარგავს ოჯახს. ყველაფერი კი ამის შემდეგ იწყება. ჩინეთის ისტორიის სწრაფად შესასწავლად ფილმი მართლაც საუკეთესოა, განსაკუთრებით კი მაოს ხანის შესასწავლად.
3 აანთე წითელი ფარანი
- ჩინურ ენაზე : 大红灯笼高高挂 Dà Hóng Dēnglóng Gāogāo Guà
- მთავარ როლებში : კუნგ ლი, ცაიფეი ხ’ე
- რეჟისორი : ჭანგ იმოუ
- გადაღების ადგილი : შანსის პროვინცია
აანთე წითელი ფარანი არის პოპულარული ჭანგ იმოუს ფილმი, რომელიც შემდგომ გააცოცხლეს ჩინეთის ნაციონალური ბალეტის სცენაზე. ფილმის ისტორია ვითარდება 1920 წელს და ეხება ჩინეთის თანამედროვე ისტორიას ანუ ომის მთავარსარდლების ხანას. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც ომის მთავარსარდლების პერიოდის ერთ-ერთი მდიდარი მამაკაცის ხარკა ხდება.
4 ყვითელი დედამიწა
- ჩინურ ენაზე : 黄土地 Huáng Tǔdì
- მთავარ როლებში : ვანგ სუეცი, ლიოუ ციანგი, სიუე პაი
- რეჟისორი : ჩენ ქაიკ’ე
- გადაღების ადგილი : ჩრდილოეთ შაანსის პროვინცია
ყვითელი დედამიწა არის 89 წამიანი, დრამატული ხასიათის ფილმი, გადაღებული ცნობილი რეჟისორი ჩენ კაიეე-ს მიერ. ფილმმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა მაყურებელთა აღტაცება ხანმოკლე ქრონომეტრაჟის მიუხედავად. 2005 წლის ჰონგ-კონგის ფილმების დაჯილდოვებაზე ფილმი 100 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა.
ფილმის ვითარება ხდება ცენტრალურ ჩინეთში, კერძოდ შანხაიში და ასახულია 1939 წლის მოვლენები. პერიოდი, როდესაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ქუომინთანგთან ერთად იბრძოდა იაპონიის წინააღმდეგ.
5 მოლოდინში/ წვიმის ღრუბლები უშანის თავზე
- ჩინურ ენაზე : 巫山云雨 Wūshān Yúnyǔ ‘Wu Mountain Cloud Rain’
- მთავარ როლეში : ლი პინგი, ლიოუ ჭუნგტი, ჭუნგ ფინი, ვანგ ვენციანგი, იანგ ლიოუ, ჭანგ სიენმინი
- რეჟისორი : ჭანგ მინგი
- გადაღების ადგილი : ხუპეის პროვინცია
ფილმში მოთხრობილია ორი მარტოხელა ადამიანის ცხოვრება, რომლებიც ცხოვრობენ უშანში, მდინარე იანძისთან ახლოს. ფილმის მოქმედება მიჰყვება ხეობის სამი კაშხლის მშენებლობას. ფილმი საუკეთესოა მათთვის ვისაც სურს მოინახულოს მდინარე იანძი და ხეობის სამი კაშხალი.
6 შხაპი
- ჩინურ ენაზე : 洗澡 Xǐzǎo
- მთავარ როლებში : ძიანგ უ, ჭუ სიუ, ფუ ცუნსინი
- რეჟისორი : ჭანგ იანგი
- გადაღების ადგილი : პეკინი
ცნობილი ჩინური კომედიური ჯანრის ფილმი, რომელსაც გასდევს თანამედროვე ჩინეთის ნოსტალგიური დრამატიზაცია. ფილმის ვითარება ხდება პეკინში არსებულ ერთ-ერთ საოჯახო ტიპის აბაზანაში. სურათში ასახულია ოჯახის კულტურული ფასეულობები.
7 გაზაფხულის მდინარე მიედინება აღმოსავლეთითჩინურ ენაზე : 江春水向东流 Yī Jiāng Chūn Shuǐ Xiàng Dōng Liú
- მთავარ როლებში : პაი იანგი, თაო ძინი,შანგკუანგ იუნჭუ,შუ სიუვენი, ვუ ინი
- რეჟისორი : ცაი ჩუშენგი, ჭენგ ძიუნლი
- გადაღების ადგილი : ჩუნგცინგი
გაზაფხულის მდინარე მიედინება აღმოსავლეთით, რომელსაც ზოგჯერ მდინარე იანძის ცრემლებსაც უწოდებენ, იმ დორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფილმია. ფილმი მოგვითხრობს ერთი ოჯახის ცხოვრების ისტორიას, მეორე სინო-იაპონური ომის დროინდელ და მის დასრულების შემდეგ პერიოდში. ფილმის მთავარი გზავნილი, სოციალური საკითხების საფუძვლიანად შესწავლა და კულტურისა და ცხოვრების მნიშვნელობის მაყურებლამდე მოტანაა.
8 მაიმუნთა მეფე
- ჩინურ ენაზე : 西游记之大闹天宫 Dà Nào Tiān Gōng
- მთავარ როლებში : აარონ კვოკი, კუნ ლი ჩოუ, იუნფატ ჩუნგი, დომმი იენი, შაოფენ ფენი, სიაო შენიანი
- რეჟისორი : პეიტონ რიდი
- გადაღების ადგილი : ჰონგ კონგი, ჩინეთი
მას შემდეგ რაც ჰავოკი სამოთხეშია 500 წელი გავიდა, მაიმუნების მეფეს გაგზავნიან ბოროტების დასამარცხებლად რომ სამყარო გადაარჩინოს.
9 მფრინავი ხანჯლების სახლი
- ჩინურ ენაზე : 十面埋伏 Shí Miàn Mái Fú
- მთავარ როლებში : ენდი ლაუ, ჭანგ წ’ი, ტაკეში კანეშირო
- რეჟისორი : ჭანგ იმოუ
- გადაღების ადგილი : ჩინეთი, ჰონგ კონგი
მე-9-ე საუკუნის ჩინეთი, კორუმპირებული მთავრობა მეამბოხეთა არმიასთან ე.წ. “მფრინავ ხანჯლებთან” აწარმოებს ბრძოლას. რომანტიული მებრძოლი მშვენიერ ამბოხებულს ტყვეობიდან დაიხსნის, რათა გოგონა კვლავ შეუერთდეს თავისიანებს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ არის.
10 გმირი
- ჩინურ ენაზე : 英雄 Yīngxióng
- მთავარ როლებში : ჯეტ ლი, ტონი ლანგ ჩიუ ვაი, მეგი ჩეუნგი, ჩენ ტაომინგი, ჭანგ წ’ი, დონი იენი
- რეჟისორი : ჭანგ იმოუ
- გადაღების ადგილი : ძიუჭაი, ს’ჩუანის პროვინცია; კუილინი, კუანგსის პროვინცია; ე’ძინა, შიდა მონღოლეთი
გმირი არის ფილმი, რომელიც ეფუძნება რეალურ ისტორიას, ჯინ კის მცდელობისა პირველი იმპერატორის მკვლელობაზე. ეს არის შესანიშნავი ფილმი, თუ გინდათ რომ გაიგოთ უფრო მეტი იმპერიული ჩინეთის შესახებ და გაეცნოთ ომის პერიოდის მოვლენებს.
[:]