[:ka]
ჩინეთის სასმელების გახსენებისას,პირველი ალბათ ყველას “პაიძიუ”- ახსენდება, რომელიც ფაქტობრივად ყველა ღამის წვეულებას და მაღაზიების თაროებს ავსებს, ის იმდენად ხშირად გვხვდება, რომ ჩვეულებრივ, მაღაზიების თაროებზე წყლის ბოთლებთან ახლოს დევს.
გარდა ამ სასმელისა, ჩინეთს არაერთი უცნაური მაგრამ გემრიელი სასმელი აქვს. ბაბლ ჩაით დაწყებული, მომწიფებული ბრინჯის ღვინით დამთავრებული.
ეს არის 10 უცნაური, მაგრამ გემრიელი სასმელი ჩინეთში.
- ბაბლ ჩაი – ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი სასმელია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინელ ახალგაზრდებს შორის. ბაბლ ჩაი არის დამტკბარი რძიანი ჩაი, რომელიც ხშირად ჟელეს ან პუდინგის პატარა ბურთულების შიგთავსით გვხვდება. მას უმნიშვნელოდ ცხარე გემოც კი დაკრავს.
სასმელს ბევრი, სწორედ ბურთულების გამო ეტრფის, რომლებიც ”პატარა მარგალიტებს” უწოდებენ.
მარგალიტის ეფექტს სასმელში ტაპიოკა ტოვებს, რომელსაც რბილი ქსოვილი აქვს.
ეს სასმელი ცოტა ხნის წინ ამერიკასა და ევროპაშიც გავიდა.
2. C100
ეს სასმელი ელექტროლიტური წყლის, ჩინური ვერსიაა.
ლიმონისა და გრეიფურტის არომატის მქონე სასმელს, მკვეთრი ტკბილი და ამავდროულად მჟავე ლიმონის გემო აქვს.
3.ძიუნიანგ – მომწიფებული ტკბილი ბრინჯის ღვინო.
ეს ჩინური წვნიანის მაგვარი სასმელი, გაუფილტრავი ბრინჯის ღვინოა, რომელიც ძალიან დაბალი რაოდენობით შეიცავს ალკოჰოლს.
ბრინჯის ღვინო ოჯახური სასმელია, ის რესტორნებში იშვიათად შეგხვდებათ.
4. სოიოს რძე
ყვითელი ხორბლის მარცვლებს ჩინეთში პროტეინის სასმელის დასამზადებლად იყენებენ.
მა სინი, ჩინური სოციალური ქსელის “ვეიბო”-ს კოორდინატორი სასმელს აღწერს, როგორც “ნატურალურსა და მოტკბოს”.
სასმელში სხვადასხვა მარცვლებს შერევით, სხვადასხვა გემოს მიიღებთ.
სოიოს რძე სახლის პირობებში, სპეციალური რძის მოწყობილობით მზადდება, მაგრამ მათი შეძენა უმეტეს სასაუზმეებშიც შეიძლება. სასმელს შეიძლება ჰქონდეს ტკბილი ან ცხარე არომატი.
5. ცინგტაოს ლუდი (Tsingtao)
ჩინური ცინგტაოს ლუდი მსოფლიოს 62 ქვეყანაში იყიდება. ცინგტაო ძალიან მსუბუქი დასალევუა და არ ტოვებს სიმწარის გემოს.
ზღვისპირა ქალაქ ცინგტაოში წარმოებული, გერმანული სტილის მქონე ლუდი, ლაოშანის გაზაფხულის წყალს იყენებს, რომელიც შანდუნგ-ის პროვინციაში მდებარეობს. ლაოშანი მთის რაიონია, რომელიც წყლის განსაკუთრებული სისუფთავით არის ცნობილი.
6. სუანმეითანგ- მჟავე ქლიავის სასმელი
ეს გამაგრილებელი სასმელი ცხელი და ცხარე ჩინურ კერძებით დაფუფქული ენისა და კუჭის პირველი ”მშველელია”.
მზადდება მჟავე ქლიავის, კუნელის, ძირტკბილის ფესვითა და მარილით. ეს სასმელი ყველაზე მოთხოვნადი ზაფხულშია და მისი შეძენა ჩინეთს ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი.
7. იუნნანის ყავა
იუნნანის პროვინციაში კოფეინზე მოთხოვნამ, ის მსოფლიო “ყავის რუკაზე” დაიტანა. აინი’ს ყავას დარიჩინის გემო დაკრავს. ჩინური ყავის 98%-ზე მეტი, სწორედ ამ ადგილიდან მოდის.
იუნნანმა ცნობილი ბრენდის “სტარბაქსის” ყურადღებაც მიიპყრო.
8. კასიას ფოთლის ღვინო
საუცხოო სასმელი, რომელიც სადილის შემდეგ ისმევა, ძალიან ჰგავს ფრანგულ ლიქიორს, ის შეიძლება იყოს ცივიც და ცხელიც.
ძალიან ტკბილია და ამავდროულად სასიამოვნო დასალევი, რადგან მას ბუნებრივად დაჰკრავს ყვავილის სურნელი.
9.Wahaha Nutri-Express – ხილის რძის სასმელი.
გემოთი შეიძლება შევადაროთ, თხევად “სკიტლს”. ეს სასმელი ხილის წვენისა და რძის ნაზავია. მისი შემადგენლობა უფრო მსუბუქია, ვიდრე იოგურტის და მოხდილ რძეს წააგავს, თუმცა უფრო წყლით გაზავებულს. ეს სასმელი მილქშეიქის ჯანსაღი ალტერნატივაა, ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბოთლის სასმელია.
10. ცივი ჩაი
სამხრეთ ჩინეთის მოსახლეობის უმეტესობა სახლში დამზადებულ ცივ ჩაის ან მცენარეულ ჩაის ყიდის. ჩინურ ბაზარზე გვხვდება ორი დომინანტური ბრენდი “ვანგ ლაო ძი” და “ძი ტუო პაო”
ორივე კომპანიას ერთი – ისტორიული რეცეპტი აქვს და ამიტომ, მათ დაახლოებით იდენტური გემო აქვთ.
მცენარეული ჩაის ისტორია ცინგის დინასტიიდან მოდის, რომელსაც მენთოლის და თაფლის გემო დაკრავს, ის არ არის ძალიან ტკბილი და დალევისას სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.
[:]