აპრილი24 , 2024
კულტურა10 ყველაზე მოთხოვნადი სასმელი ჩინეთში

[:ka]10 ყველაზე მოთხოვნადი სასმელი ჩინეთში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის სასმელების გახსენებისას,პირველი ალბათ ყველას “პაიძიუ”- ახსენდება, რომელიც ფაქტობრივად ყველა ღამის წვეულებას და მაღაზიების თაროებს ავსებს, ის იმდენად ხშირად გვხვდება, რომ ჩვეულებრივ, მაღაზიების თაროებზე წყლის ბოთლებთან ახლოს დევს.

ფოტო: Jamie Fullerton

გარდა ამ სასმელისა, ჩინეთს არაერთი უცნაური მაგრამ გემრიელი სასმელი აქვს. ბაბლ ჩაით დაწყებული, მომწიფებული ბრინჯის ღვინით დამთავრებული.

ეს არის 10 უცნაური, მაგრამ გემრიელი სასმელი ჩინეთში.

  1. ბაბლ ჩაი – ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი სასმელია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინელ ახალგაზრდებს შორის. ბაბლ ჩაი არის დამტკბარი რძიანი ჩაი, რომელიც ხშირად ჟელეს ან პუდინგის პატარა ბურთულების შიგთავსით გვხვდება. მას უმნიშვნელოდ ცხარე გემოც კი დაკრავს.
ფოტო:Groupon

სასმელს ბევრი, სწორედ ბურთულების გამო ეტრფის, რომლებიც ”პატარა მარგალიტებს” უწოდებენ.

მარგალიტის ეფექტს სასმელში ტაპიოკა ტოვებს, რომელსაც რბილი ქსოვილი აქვს.

ეს სასმელი ცოტა ხნის წინ ამერიკასა და ევროპაშიც გავიდა.

2. C100

ფოტო: Mix

ეს სასმელი ელექტროლიტური წყლის, ჩინური ვერსიაა.

ლიმონისა და გრეიფურტის არომატის მქონე სასმელს, მკვეთრი ტკბილი და ამავდროულად მჟავე ლიმონის გემო აქვს.

3.ძიუნიანგ – მომწიფებული ტკბილი ბრინჯის ღვინო.

ფოტო:Globeholidays

ეს ჩინური წვნიანის მაგვარი  სასმელი, გაუფილტრავი ბრინჯის ღვინოა, რომელიც ძალიან დაბალი რაოდენობით შეიცავს ალკოჰოლს.

ბრინჯის ღვინო ოჯახური სასმელია, ის რესტორნებში იშვიათად შეგხვდებათ.

4. სოიოს რძე

ფოტო: naito8/iStock/Getty Images

ყვითელი ხორბლის მარცვლებს ჩინეთში პროტეინის სასმელის დასამზადებლად იყენებენ.

მა სინი, ჩინური სოციალური ქსელის “ვეიბო”-ს კოორდინატორი სასმელს აღწერს, როგორც “ნატურალურსა და მოტკბოს”.

სასმელში სხვადასხვა მარცვლებს შერევით, სხვადასხვა გემოს მიიღებთ.

სოიოს რძე სახლის პირობებში, სპეციალური რძის მოწყობილობით მზადდება, მაგრამ მათი შეძენა უმეტეს სასაუზმეებშიც შეიძლება.  სასმელს შეიძლება ჰქონდეს ტკბილი ან ცხარე არომატი.

5. ცინგტაოს ლუდი (Tsingtao)

ფოტო:Tommie Hansen

ჩინური ცინგტაოს ლუდი მსოფლიოს 62 ქვეყანაში იყიდება. ცინგტაო ძალიან მსუბუქი დასალევუა და არ ტოვებს სიმწარის გემოს.

ზღვისპირა ქალაქ ცინგტაოში წარმოებული, გერმანული სტილის მქონე ლუდი, ლაოშანის გაზაფხულის წყალს იყენებს, რომელიც შანდუნგ-ის პროვინციაში მდებარეობს. ლაოშანი მთის რაიონია, რომელიც წყლის განსაკუთრებული სისუფთავით არის ცნობილი.

6. სუანმეითანგ- მჟავე ქლიავის სასმელი

ფოტო: @chinadotcom_en

ეს გამაგრილებელი სასმელი ცხელი და ცხარე ჩინურ კერძებით დაფუფქული ენისა და კუჭის პირველი ”მშველელია”.

მზადდება მჟავე ქლიავის, კუნელის, ძირტკბილის ფესვითა და მარილით. ეს სასმელი ყველაზე მოთხოვნადი ზაფხულშია და მისი შეძენა ჩინეთს ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი.

7. იუნნანის ყავა

ფოტო: Yunnan Kafeidou

იუნნანის პროვინციაში კოფეინზე მოთხოვნამ,  ის მსოფლიო “ყავის რუკაზე” დაიტანა.  აინი’ს ყავას დარიჩინის გემო დაკრავს. ჩინური ყავის 98%-ზე მეტი, სწორედ ამ ადგილიდან მოდის.

იუნნანმა ცნობილი ბრენდის “სტარბაქსის” ყურადღებაც მიიპყრო.

8. კასიას ფოთლის ღვინო

ფოტო:Beijingtoday

საუცხოო სასმელი, რომელიც სადილის შემდეგ ისმევა, ძალიან ჰგავს ფრანგულ ლიქიორს, ის შეიძლება იყოს ცივიც და ცხელიც.

ძალიან ტკბილია და ამავდროულად სასიამოვნო დასალევი, რადგან მას ბუნებრივად დაჰკრავს ყვავილის სურნელი.

9.Wahaha Nutri-Express – ხილის რძის სასმელი.

ფოტო: drinkwhat

გემოთი შეიძლება შევადაროთ, თხევად “სკიტლს”. ეს სასმელი ხილის წვენისა და რძის ნაზავია. მისი შემადგენლობა უფრო მსუბუქია, ვიდრე იოგურტის და მოხდილ რძეს წააგავს, თუმცა უფრო წყლით გაზავებულს. ეს სასმელი მილქშეიქის ჯანსაღი ალტერნატივაა, ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბოთლის სასმელია.

10. ცივი ჩაი

ფოტო: drinkwhat

სამხრეთ ჩინეთის მოსახლეობის უმეტესობა სახლში დამზადებულ ცივ ჩაის ან მცენარეულ ჩაის ყიდის. ჩინურ ბაზარზე გვხვდება ორი დომინანტური ბრენდი “ვანგ ლაო ძი” და “ძი ტუო პაო”

ორივე კომპანიას ერთი – ისტორიული რეცეპტი აქვს და ამიტომ, მათ დაახლოებით იდენტური გემო აქვთ.

მცენარეული ჩაის ისტორია  ცინგის დინასტიიდან მოდის, რომელსაც მენთოლის და თაფლის გემო დაკრავს, ის არ არის ძალიან ტკბილი და  დალევისას სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.

[:]

SourceCNN

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები