[:ka]გიორგი ვოლსკი ჩინეთის ელჩს შეხვდა[:]

0
5341

[:ka]

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებიც დასახეს. შეხვედრაზე, ჩინეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემპით განვითარდა, თუმცა როგორც ელჩმა აღინიშნა, ჩინეთის ხელისუფლება დაინტერესებულია ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„ელჩის მეშვეობით მივიღეთ, ჩინეთის ხელისუფლების მესიჯი ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დაინტერესების თაობაზე. თვის ბოლოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება. ეს სწორედ ის დროა, როდესაც პეკინში სრულიად ჩინეთის სესია გაიმართება. ჩინეთის პარტიული ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას გაუზიაროს თავისი მოსაზრებები და ხედვები მათი ეკონომიკური განვითარების გეგმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები, პეკინს 27 მარტს ეწვევიან.

[:]