აპრილი12 , 2024
Projects20 დეკემბერს ჩინეთის წლიური ცენტრალურ-ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა

[:ka]20 დეკემბერს ჩინეთის წლიური ცენტრალურ-ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

20 დეკემბერს გამართულ ჩინეთის წლიურ ცენტრალურ-ეკონომიკურ კონფერენციაზე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ახალი ეკონომიკური დოქტრინა წარადგინა. “სი ძინფინგისეული მოსაზრება სოციალისტურ ეკონომიკაზე ახალ ეპოქაში” უკვე გამოიყენება ახალი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ქვეყანა აგრძელებს გონივრული და ნეიტრალური მონეტარული პოლიტიკის შემუშავებას.

შეხვედრისას, ქვეყნის სხვა ლიდერების წინაშე წარსდგა პრეზიდენტი სი ძინფინგი. სიტყვით გამოსვლისას, მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწოდება მომავალში ხელს შეუწყობს სტრუქტურულ რეფორმას, რაც გამოიწვევს ეკონომიკური ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციების პოპულარიზაციას.

ქვეყანა სწრაფად ვითარდება უძრავი ქონების მიმართულებით. 2018 წლისთვის, მრავალჯერადი არხები მოახდენს საბინაო მხარდაჭერის უზრუნველყოფას და ხელს შეუწყობს საბაზისო შეძენასა და გაქირავებას. ასევე, დაბალანსებული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით გაიზრდება იმპორტი და შემცირდება ზოგიერთი პროდუქციის იმპორტის ტარიფი.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება დაბინძურების პრევენციაზე.

ჩინეთში ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა ცხოვრობს. ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე -18 კონგრესის შემდეგ განიცადა.

2017 წლის ჩინეთის წლიური ცენტრალურ-ეკონომიკური კონფერენცია ოფიციალურად 18 დეკემბერს გაიხსნა და 20 დეკემბერს დასრულდა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები