აპრილი18 , 2024
კულტურა2017 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნებული ილუსტრირებული წიგნები

[:ka]2017 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნებული ილუსტრირებული წიგნები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

დღეს ჩინეთში ილუსტრირებულ წიგნთა სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ჩინელი ილუსტრატორის ნამუშევარი ქვეყნდება.

გთავაზობთ, 6 ილუსტრირებულ წიგნს, რომლებიც 2017 წლის პირველ ნახევარში გამოქვვეყნდა.

 

Six new Chinese picture books published in first half of 2017
Picture Box: Fantasy [ფოტო/amazon.cn]
 Picture box: Fantasy

Picture Box არის  თანამედროვე ჩინელი ილუსტრატორების მიერ შექმნილი ილუსტრირებულ წიგნთა სერია. Fantasy ამ სერიის 27-ე ტომია, რომელიც მისტიური ცხოველების, მცენარეებისა და ფერიების შესახებ გვიყვება ამბებს. Fantasy ბავშვთა დღეს, 1 ივნისს, გამოქვეყნდა.

Six new Chinese picture books published in first half of 2017
My Way: Starry Valley [ფოტო/amazon.cn]

My Way: Starry Valley

My Way არის ილუსტრატორ ძიტის მიერ შექმნილი ილუსტრირებულ წიგნთა სერია. პირველად 2004 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა წიგნის ეს სერია. ის ერთი გოგოს და ბიჭის, სახელად V – ს ისტორიას გვიყვება. ამბის განვითარებასთან ერთად ორი გმირის ბუნდოვანი სახე უფრო ნათელი ხდება. წიგნს მკითხველის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე ის რეკომენდირებული იყო ცნობილი პოეტებისა და ფოლკლორიული მომღერლების მიერ, რომელთა შორის იყო ჭოუ იუნფენგი და იუ სიოუხუა.

Six new Chinese picture books published in first half of 2017
Afternoon [ფოტო/amazon.cn]
Afternoon 

სერიის ეს წიგნი მხოლოდ ილუსტრაციებისგან შედგება. ველოსიპედიან გოგონასთან ერთად მკითხველი სურათებით ეცნობა ქალაქსა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მოცულობით პატარაა, მასში უამრავი გრძნობაა თავმოყრილი. წიგნი ყოველი წაკითხვისას ახალი თავგადასავლისა და გრძნობის აღმოჩენის საშუალებას აძლევს მკითხველს.

Six new Chinese picture books published in first half of 2017
Ali’s Eternal Stop [ფოტო/amazon.cn]
Ali’s Eternal Stop

ალის, პატარა წითელი მელას, ისტორიამ გამოსვლისთანავე დაიპყრო მკითხველის გული. სიუ ხანის ილუსტრირებული წიგნი პირველად 2009 წელს გამოიცა. ილუსტრატორის მიერ წიგნში დახატული სამყარო ნათელი და ფერადია. წიგნი ალის თავგადასავლებზე გვიყვება.

Six new Chinese picture books published in first half of 2017
Silver Sea [ფოტო/amazon.cn]
Silver Sea

სერიის შემდეგი წიგნი ოკეანესა და იქ მცხოვრები ქალთევზებით შთაგონებული ექვსი  ამბისგან შედგება. ავტორი, Starry,  არის ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომელსაც გამოცემული აქვს 3 ილუსტრირებული წიგნი.  მისი ესთეტიკური მხატვრობის სტილი სევდიანი თვალით გვაჩვენებს წყლის სამყაროს.

Six new Chinese picture books published in first half of 2017
Rabbit Lantern [ფოტო/amazon.cn]
Rabbit Lantern

თუ ვინმეს სურვილი აქვს უფრო მეტი გაიგოს ჩირაღდნების ფესტივალის შესახებ, მაშინ ილუსტრირებული წიგნი სწორედ მათთვისაა. წიგნი გოგონას, სახელად სიაოლიენისა და მანათობელი კურდღლის თავგადასავალზე გვიყვება. წელს წიგნზე ადაპტირებული საბავშვო პიესაც გამოვიდა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები