სექტემბერი21 , 2023
ბიზნესითბილისში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი - „ჰუალინგ...

[:ka]თბილისში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი – „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

თბილისში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი – „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა, – ცერემონიაში მონაწილეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.
სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 400-მდე მაღაზიას მოიცავს. კვირიკაშვილმა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა “ჰუალინგ ჯგუფს”, ასევე – ჯგუფის დამფუძნებელ მი ენხუას. პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. “ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს. ჩვენ გვინდა და მზად ვართ, ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალი.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მივესალმებით იმას, რომ უკანასკნელ თვეებში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რაც, ვფიქრობთ, ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულებაა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან ასეთი ხელშეკრულება გააფორმა.
“დღევანდელი დღე ჩინეთ-საქართველოს აქტიური თანამშრომლობის ნაყოფიერი შედეგია, ეს ღირსშესანიშნავი ღონისძიებაა, წელს საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავს აღვნიშნავთ. პლაზა სასიამოვნო საჩუქარია თბილისელებისთვის, ამიტომ მსურს მადლობა გადავუხადო “ჰუალინგ ჯგუფს” გაწეული შრომისათვის. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის.” განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იენჩიმ.
მან ასევე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბოლო წლებში ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობის ნაყოფიერებას, აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობა მხრს უჭერს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავებას, ეკონომიკის, ტექნოლოგიების, ინვესტიციების და წარმოების მიმართულებით. “მივესალმები საქართველოს მონაწილეობას “სარტყელი და გზა” მშენებლობის პროცესში, მზად ვართ ერთობლივი მსჯელობის, მშენებლობის, სარგებლის პრინციპის საფუძველზე, ერთად  გავჭრათ ევრაზიის დამაკავშირებელი დერეფანი.”დასძინა მან.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ძი იენჩი და “ჰუალინგ ჯგუფის” პირველი მდივანი და გენერალური დირექტორი კუო სიენ იანგი დაესწრნენ.

 [:]

უახლესი სტატიები

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები