2019 წელს ჩინეთი მეცნიერებისა და კვლევის სექტორის დაფინანსებას მშპ-ს 2,5%-მდე გაუზრდის. ამით ქვეყანა შეეცდებ,ა მოწინავე პოზიცია გაიმყაროს ტექნოლოგიების კუთხით. ამის შესახებ ცნობილი გახდა ქვეყნის წამყვანი მრჩეველების შეხვედრაზე ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის დროს, გასულ შაბათს.
ბიოფიზიკოსი ჟაო წ’ხეს ცნობით, რომელიც ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის დელეგატია, დაფინანსების ზრდა მოხდება მეცნეირებისა და ტექნოლოგიის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2006 წელს დაიწყო და 2020 წლამდე გაგრძელდება.
გასულ წელს ჩინეთმა $291,5 მილიარდი დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, რაც მშპ-ს 2,18 %-ს შეადგენდა. 2017 წლის მაჩვენებლიდან კი ეს 11,6%-იანი ზრდა გახლდათ. ნიშანდობლივია, რომ კვლევისა და განვითარების დაფინანსება 2000 წელს მშპ-ს მხოლოდ 0,893%-ს შეადგენდა, 2017 წელს კი უკვე – 2,129%-ს. ამ მხრივ მოწინავე ადგილას მსოფლიოში 2017 წელს ისრაელი და სამხრეთ კორეა იყვნენ. ეს ქვეყნები მშპ-ს 4,5%-ს ხარჯავდნენ.
ამავე მონაკვეთში აშშ-მ დაფინანსება მშპ-ს 2,629%-დან 2,788%-მდე გაზარდა. 2013 წელს ჩინეთის ბიუჯეტმა გადაუსწრო ევროკავშირის 28 ქვეყნის ბიუჯეტს და აბსოლუტური მონაცემებით, კვლევისა და განვითარების დაფინანსებით მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება.
ჩინეთმა ცხადად დაანახა სხვა ქვეყნებს, რომ უახლოეს მომავალში მისი ამბიციური გეგმაა გახდეს გლობალური ტექნოლოგიური სუპერძალა. პრეზიდენტი სი ძინფინგის განცხადებით, მეცნეირება და ტექნოლოგია ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო ფრონტია ეკონომიკის გასანვითარებლად. “დამზადებულია ჩინეთში 2025”-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომ ჩინეთი არ გახდეს უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ისეთ სექტორებში, როგორიცაა რობოტიკა, საჰაერო ნავიგაცია, ენერგო ტრანსპორტი და ა.შ. ჩინეთის ხელისუფლება აპირებს, მეცნიერების ხელში მეტი ფინანსების თავმოყრას, რათა მათ ქველა პირობა ჰქონდეთ კვლევებზე სამუშაოდ.
მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური წინსვლა გააძლიერებს კონკურენციას პეკინსა და ვაშინგტონს შორის. ორი მხარე კვლავ განაგრძობს ჭიდილს, თუ ვინ იქნება ახალი თაობის ტექნოლოგიებში დომინანტი. ამერიკული მხარე ჩინეთს აკრიტიკებს სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი კომპანიების ინტენსიური დაფინანსებისა და სამთავრობო მხარის აქტიური ჩარევისთვის.
თონგ ძინნანის განცხადებით, რომელიც ასევე ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის დელეგატი და ჩინეთის გეომეცნეირების უნივერსიტეტის პროფესორია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ სერიოზულად უდგება ჩინეთის ტექნოლოგიური წინსვლის საკითხს, ორ ქვეყანას შორის ზღვარი ჯერაც დიდია და ჩინეთს დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა შეერთებულ შტატებს დაეწიოს.
ჟაოს განცხადებით, ჩინეთი ჯერაც დიდწილად დამოკიდებულია ტექნოლოგური განვითარებისთვის აუცილებელი პროდუქციის იმპორტზე. მისი აზრით, უფრო მეტი მეცნიერი უნდა ჩაერთოს ხარჯების გადანაწილების პროცესში, რათა ის მაქსიმალურად რაციონალურად წარიმართოს. “ჩვენ შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ასპექტების გარანტიის ქონას მას შემდეგ, რაც მთლიანი კონტროლი გვექნება ჩვენს საბაზისო ტექნოლოგიებზე” აცხადებს ჟაო.
[:]