წელი: 2019

  • ჩინური საზოგადოების მრავალფეროვნება (56 ეთნიკური უმცირესობა)

    ჩინური საზოგადოების მრავალფეროვნება (56 ეთნიკური უმცირესობა)

    2018 წლის მონაცემებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა 1.3 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ქვეყანა გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით. მოსახლეობის 92%-ს ხანები (汉族 „ხანწუ“) წარმოადგენენ (ამავე დროს, ისინი მსოფლიო მოსახლეობის 19%-საც შეადგენენ). დარჩენილი 8%-ში 55 სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები შედიან. როგორც წესი, ჩინეთში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხი სხვადასხვა დიალექტზე საუბრობს, თუმცა ჩინური სალიტერატურო ენა – მანდარინი – ყველა […]

  • მასწავლებლის დღე

    მასწავლებლის დღე

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მასწავლებლის სოციალური სტატუსი (განსაკუთრებით, უნივერსიტეტში მოღვაწე პედაგოგებისა) ძალიან მაღალია. საზოგადოება დიდ პატივს სცემს მათ, ვინაიდან გააზრებული აქვს ამ პროფესიის მნიშვნელობა. 10 სექტემბერს ჩინეთში მასწავლებლის დღეს აღნიშნავენ (ჩინ.: 教师节 „ძიაოშ’ ძიე“), ამ დღეს ეროვნული დღესასწაულის სტატუსი 1985 წლიდან მიენიჭა, თუმცა, მასწავლებლის დღე აქ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან აღინიშნებოდა. უძველესი ტრადიციით, ამ დღეს მოწაფეები […]

  • საუნივერსიტეტო ცხოვრება ჩინეთში

    საუნივერსიტეტო ცხოვრება ჩინეთში

    ბოლოს წლებში ბევრი ქართველი სტუდენტი მიემგზავრება ჩინეთში სასწავლებლად. ამ ტენდენციას დიდ მხარდაჭერას უწევს ჩინეთის სახელმწიფო, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის 20 სტიპენდიას გამოყოფს. ამ სტატიაში ქართველი სტუდენტის თვალით დანახულ ჩინურ საუნივერსიტეტო ცხოვრებას გაგაცნობთ. ჩინურ უნივერსიტეტებს, როგორც წესი, საკუთარი კამპუსი აქვთ: ერთ სივრცეში მოთავსებული სასწავლო თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებით. ამგვარად, უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია. მაგალითისათვის, ცინგხუას […]

  • ქართული ღვინის სახლები ჩინეთში

    ქართული ღვინის სახლები ჩინეთში

    ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩინეთში სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ღვინის ექსპორტი ჩინეთში წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იმატებს. მაგალითისათვის, 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. ექსპორტის ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, რამაც ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა.  2017 წლის ნოემბრის მონაცემებით, […]

  • ჩინური ენის პოპულარიზაცია საქართველოში

    ჩინური ენის პოპულარიზაცია საქართველოში

    საქართველოში ოფიციალურად ჩინური ენა 27 წელია ისწავლება, მაგრამ მის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კონფუცის ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში 2010 წელს გაიხსნა. კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელი საერთაშორისო კულტურული-საგანმანათლებლო ცენტრთა ქსელია, რომელიც დაარსებულია სახელმწიფო კანცელარიის მიერ ჩინური ენის საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით. ინსტიტუტის მიზანია ჩინური ენის კურსების ორგანიზება, ჩინეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია სხვადასხვა […]

  • თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთ-საქართველოს შორის

    თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთ-საქართველოს შორის

    2017 წლის 13 მაისს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ჩინეთის კომერციის მინისტრებმა.  შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, რაც თავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და უმუშევრობის შემცირების […]

  • საქართველოს როლი „სარტყელი და გზა“ ინიციატივის ფარგლებში

    საქართველოს როლი „სარტყელი და გზა“ ინიციატივის ფარგლებში

    აბრეშუმის გზა ანტიკური და შუა საუკუნეების ევრაზიული სივრცის უდიდესი გეო-ეკონომიკური პროექტი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა აღმოსავლეთ  აზიურ ცივილიზაციებს ევროპულ ცივილიზაციებთან.  ბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალი ხარისხის ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის დიდმა გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, […]

  • ჩინეთის ჩქაროსნული მატარებლები

    ჩინეთის ჩქაროსნული მატარებლები

    ჩინეთში მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი სამგზავრო დანიშნულებისათვის გამოიყენება, რომელიც წუთში ავითარებს 250–350 კმ/სთ სიჩქარეს. ჩინეთის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი მოიცავს მსოფლიოში მთლიანი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელების ორ მესამედს, რომლის საერთო სიგრძე 29 000კმ-ია. 2025 წლისათვის იგეგმება მისი გაფართოება და ნავარაუდევია, რომ მისი სიგრძე 38 000კმ-მდე გაიზრდება. ამასთანავე 2019 წელს ჩინეთმა დაიწყო მაგნიტური ლევიტაციის პროტოტიპის მატარებლების ტესტირებაც, რომელიც წუთში […]

  • საზოგადოებრივი ველოსიპედების კულტურა ჩინეთში

    საზოგადოებრივი ველოსიპედების კულტურა ჩინეთში

    მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა მილიარდიანი ჩინეთის ერთ-ერთი ხიბლია, რომელიც არასოდეს არ ქმნის გადაადგილების უხერხულობას. ეს კი მრავალფეროვანი გადაადგილების საშუალებების მეშვეობით არის განპირობებული, მათ შორის კი ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა და სწრაფი ტრანსპორტი-ველოსიპედია. ჩინეთში საზოგადოებრივი ველოსიპედების კულტურაა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროსა და ადგილზე არის შესაძლებელი. მოქალაქეს საშუალება აქვს საკუთარ ტელეფონში ჩამოტვირთოს მობილური აპლიკაცია, დარეგისტრირდეს, გადაიხადოს ველოსიპედის დეპოზიტი, რომელიც […]

  • ჩინეთის ინვესტიციები სამხრეთ აზიის ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაში

    ჩინეთის ინვესტიციები სამხრეთ აზიის ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაში

    როცა ჩინეთი და სამხრეთ აზიის ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა, აღმოსავლეთ ტიმორი შეთანხმდნენ $490 მილიონიან პროექტზე, რომელიც ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ითვალისწინებდა, პროცესი სწრაფი ტემპებით დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოხსნა რეგულაციები და გაამარტივა ჩინელი კონტრაქტორებისთვის სამუშაო პროცესი. ტიბარის ყურეში, რომელიც დედაქალაქი დილიდან 10კმ-ში მდებარეობს, ჩინური მხარის სამუშაოების დაწყება მიზნად ისახავდა  აღმოსავლეთ ტიმორსა და დანარჩენ რეგიონს შორის სავაჭრო კავშირების გამყარებას. […]