Home ბიზნესი 2023 – ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის წელი

2023 – ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის წელი

0
67
  • როგორია ჩინეთის ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობა?
  • რა გამოწვევების წინაშე დგას და რა მიზნებს ისახავს ჩინეთი 2023 წელს ეკონომიკის კიდევ უფრო განსავითარებლად?

მრავალი ეკონომიკური ინდიკატორი და თვალსაჩინო ნიშანი მიუთითებს, რომ 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი აღდგენისა და მსოფლიოში წამყვანი ზრდის ტემპისკენ მიდის. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, ინფლაციის უახლესი მონაცემების მიხედვით, ფასების სტაბილურობა შეინიშნება. შედეგად, ჩინეთის მთავარმა ადგილობრივმა ეკონომიკურმა ცენტრებმა დაადგინეს მშპ-ს ზრდის მიზნები 2023 წლისთვის.

ივარაუდება, რომ 2023 წელს ჩინეთის მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას აქვს შანსი გახდეს ყველაზე სწრაფად მზარდი ძირითადი ეკონომიკა, რადგან გლობალურ ეკონომიკას სერიოზული შენელება ემუქრება, მსოფლიოს მრავალი ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. 

მეორეს მხრივ, გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკა მძიმე გამოწვევებისა და რისკების წინაშე აღმოჩნდეს, რომელთა შორისაცაა ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რასაც ემატება მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ცხადია, ყოველივე ზემოაღნიშნულის თავიდან აცილება და სტაბილური ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა უფრო ეფექტურ, სპეციალურ ეკონომიკურ ზომებს მოითხოვს.

ეკონომიკური ზრდის ნიშნები

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემების მიხედვით, ფასებზე როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლის მიუხედავად, ჩინეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), რომელიც ინფლაციის მთავარი მაჩვენებელია, 2022 წელს გასულ წელთან შედარებით 2 %-ით გაიზარდა.

ჩინეთის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ეპიდემიაზე სათანადო რეაგირების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უკეთ კოორდინაციის, ბაზრის მიწოდებისა და ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად.

ჩინეთის მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის გაუმჯობესებას. ჩინეთის ცენტრალური ბანკი 2023 წლისთვის მიზნად ისახავს მონეტარული პოლიტიკის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებას გონივრულად საკმარისი ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდას შიდა მოხმარებისთვის ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.

ჩინეთის საგარეო ვაჭრობა ჯერ კიდევ დგას საგარეო მოთხოვნის შესუსტებისა და შეკვეთების შემცირების საფრთხის წინაშე, სხვადასხვა გარე რისკებმა, მათ შორის აშშ-ს მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა, ჩინეთის ექსპორტის აშკარა შემცირება გამოიწვია, თუმცა ვაჭრობის გასაძლიერებლად გატარებული რიგი ღონისძიებების გამო, გაჩნდა გარკვეული დადებითი სიგნალები და შეკვეთების მიღების მდგომარეობა მთავარ ექსპორტიორ პროვინციებში საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ეკონომიკური პროგნოზები

უახლეს ანგარიშში მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა 4,3 %-ით გაიზრდება, რაც 0,9 %-ით პუნქტით ჩამორჩება ასევე მსოფლიო ბანკის მიერ 6 თვის წინ გამოქვეყნებულ პროგნოზს. ჩინელმა ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ბანკი და სხვა უცხოური ინსტიტუტები თავიანთ პროგნოზებს ნოემბერში დაწყებული ახალი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე აკეთებენ. თუმცა, ჩინეთის ეპიდემიისგან გამოჯანმრთელების ტემპმა ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით მოლოდინს გადააჭარბა.

აღდგენის ტემპის გათვალისწინებით, „ექსტრემალური ფაქტორების“ არ არსებობის შემთხვევაში (მაგალითად როგორიცაა გაუარესებული ეპიდემიური სიტუაცია და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაცია) ჩინეთის ეკონომიკამ 2023 წელს შეიძლება 5,5 %-იან ზრდას მიაღწიოს.

წყარო: https://www.globaltimes.cn/page/202301/1283711.shtml