ორ წელზე მეტ ხნიანი COVID-19 შეზღუდვების შემდეგ, ჩინეთმა საბოლოოდ  გახსნა საზღვრები. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი სამუშაოები სულ ახლახან დაიწყო, მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC), გლობალური ფორუმი, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის ეკონომიკურ გავლენას აანალიზებს, დარწმუნებულია ქვეყნის სწრაფ ტურისტულ აღმავლობაში.

WTTC-ის ბოლო მოხსენების თანახმად, 2032 წლისთვის პეკინი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი გახდება და მისი ტურისტული სექტორი 33 მილიარდი დოლარიდან 77 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. გაუსწრებს პარიზს, რომელიც ამჟამად საუკეთესო ტურისტულ ადგილად ითვლება და რომლის ტურისტული სექტორი თითქმის 36 მილიარდი დოლარია. იმავდროულად, შანხაი 2032 წელს, სავარაუდოდ, მეორე ადგილზე იქნება პირდაპირი მოგზაურობისა და ტურიზმის თვალსაზრისით და მას კუანგჭოუ და მაკაო მოყვებიან (მეექვსე და მერვე ადგილებზე).

ჩინეთი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზად არის ტურისტების მისაღებად. რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანამ განახორციელა ახალი ინვესტიციები სასტუმროებში, ტრანსპორტსა და ტურისტულ მიმართულებებში. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს შანხაიმ წარადგინა ქალაქის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რათა მიაღწიოს ტურიზმის წლიურ შემოსავალს $108 მილიარდს 2025 წლისთვის, მაღალი დონის მომსახურების, საერთაშორისო პოპულარული გამოფენებისა და ფესტივალების ხელშეწყობის გზით.

ამასთან, ამ თვის დასაწყისში, ეროვნულმა მთავრობამ ასევე გამოაცხადა საპილოტე პროგრამა, რომელიც ღია იქნება უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიზნესებზე შანხაიში, ჩონგცინგში, თიენძინსა და ხაინანში.

წყარო