მარტი19 , 2023
Lifestyle3 ახალი წიგნი, რომელიც ზამთრის ცივ დღეებს ხალისიანად გაგატარებინებთ

[:ka]3 ახალი წიგნი, რომელიც ზამთრის ცივ დღეებს ხალისიანად გაგატარებინებთ[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ტრადიციულ ჩინურ კულტურაში ზამთარი ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა “დავიმალოთ’ და მოვემზადოთ ახალი განვითარებისა და წინსვლისათვის. ზამთრის პერიოდი საუკეთესო დროა ახალი იდეების, ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.

ახლახანს გამოიცა სამი ახალი წიგნი, რომელიც იმდენად საინტერესოა, რომ ზამთრის ცივი დღეების თბილად გატარებასა და ცოდნის დაგროვებაში დაგვეხმარება.

[ფოტო/amazon.cn]

“ოთხი სეზონი ნელა გადის”

წიგნი, “ოთხი სეზონი ნელა გადის” ოქტომბერში გამოიცა. წიგნში აღრიცხულია ყველა ის მცენარე, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთში იზრდება. წიგნი ეკუთვნის პოსტ-80-იანელ მწერალს ნიენ კაოს. ბუნებისადმი დიდი ინტერესით და სიყვარულით მან წიგნის ილუსტრაციები თავად შექმნა. მან 100-ზე მეტი მცენარე დახატა და მკითხველის დიდი ინტერესიც დაიმსახურა.

ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი საუკეთესოა მათთვის ვისაც ბუნება უყვარს, განსაკუთრებით კი მცენარეები იზიდავს.

[ფოტო/amazon.cn]

“საბავშვო პოემები”

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა, წიგნებს მაინც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა. ნამდვილი ლექსები, პოემები, მოთხრობები უნდა შეიქმნას ნამდვილი გრძნობებისგან, სითბოსა და სიყვარულისგან. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თუ ეს ნაწარმოებები იქმნება ბავშვებისთვის.

წიგნი, რომელიც ახლახანს გამოიცა დაწერილია 3-დან 12 წლამდე ბავშვების მიერ. წიგნში ასევე თავმოყრილია მწერალ კუ ჩენგის ახალგაზრდობის პერიოდში შექმნილი პოემები.

[ფოტო/amazon.cn]

“გამოკიდებულნი ველურ ბუნებაში”

ფერადი ნახატებით გაფორმებული ეს წიგნი უჩვეულო ადამინებზე მოგვითხრობს. ადამიანებზე, რომლებიც მწერებივით პაწაწინა არსებები არიან, ცათამბჯენების მსგავს უზარმაზარ მცენარეთა გარემოში.

არქიტექტორის მსგავსად, წიგნის ავტორი იუ შანი ხშირად შუამავლობს თანამედროვე ადამიანებსა და არქიტექტორებს შორის. მას სურს განიხილოს პოეტური სამყარო, როგორც მოსასვენებელი ადგილი ამ ქაოსურ სამყაროში.

ილუსტრაციები, რომლებიც გამოყენებულია წიგნში ტრადიციულ, ჩინურ მელნით ფერწერას ეკუთვნის.

[ფოტო/mazon.cn]

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები