[:ka]5 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლოთ ჩინეთში[:]

[:ka]

ფაქტობრივად ნებისმიერი სტუდენტის სამომავლო გეგმა-შეძლებისდაგვარად საზღვრებს გარეთ სწავლის გაგრძელებას ეხება, სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა კი თანდათან მატულობს, ამ ქვეყნებს შორის ჩინეთი-უკვე ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, სტუდენტური ვებ-გვერდის, www.student.com– ის კვლევის მიხედვით არაერთი მიზეზი არსებობს იმისთვის,რომ სტუდენტმა არჩევანი-ჩინეთზე შეაჩერონ, ხოლო მათგან 5 განსაკუთრებულად საინტერესოა.

1.შეუერთდები სწრაფად მზარდ ტენდენციებს.

ჩინეთი – ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი ჩინეთმა ორჯერ გაზარდა საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი და ის უკვე მეოთხე ყველაზე პოპულარულ ქვეყანად ითვლება როგორც ტურისტულ ასევე სასწავლო დანიშნულების თვალსაზრისით.(ეს რაოდენობა 10 წლის განმავლობაში 10 %- ით  გაიზარდა.)

აქამდე ჩინეთში სტუდენტების უმრავლესობა  სამხრეთ კორეიდან იყო, ახლა კი 10 სხვადასხვა ქვეყანიდან აქტიურობენ.

გრაციბელთ რენდონი, მექსიკელი გოგონა, ჩინეთში 5 წლის განმავლობაში სწავლობდა, პეკინშიც და შანხაიშიც.

ის ამბობს რომ მისი გამოცდილება ძალიან კარგი იყო, ის ფაქტობრივად შეხვდა ხახლხს, მსოფლიოს ყველა წერტილიდან, უმეტესად ევროპიდან და სამხრეთ ამერიკიდან, გაეცნო ჩინურ კულტურას და დაამყარა ჩინელებთან კარგი ურთიერთობები.

პირველი ექვსი თვის განმავლობაში ის ერთ-ერთი ჩინელის 10 კაციან ოჯახში ცხოვრობდა, სადაც არავინ იცოდა ინგლისური, მათთან კონტაქტის დამყარებისთვის გამონახული სხვადასხვა გზა კი მას დაეხმარა კარგად გაეცნო ჩინური კულტურა.

მისი აზრით, ჩინეთში სწავლა კარგი გადაწყვეტილებაა მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებლად კარგ ადამიანებთან დაამყარებ ურთიერთობებს.

2. ძალიან ბევრი შემოთავაზებაა.

ჩინეთში პეკინისა და შანხაის გარდა არაერთი ქალაქია სადაც საუკეთესო სასწავლო დაწესებულებებია განთავსებული,ნელ-ნელა სტუდენტები ნაწილდებიან ამ ქალაქებში.

დღეს 13 ქალაქია ჩინეთში, 10 000 სტუდენტით. სტუდენტები შანხაისა და პეკინთან ერთად კუანგტუნგსა და ლიაონინგს გამოარჩევენ.

3. ჩინური უნივერსიტეტების რეპუტაცია იზრდება.

ზოგადად ნებისმიერი სტუდენტისთვის მთავარია უნივერსიტეტის რეპუტაცია და არა მხოლოდ ქვეყანა სადაც ის მიდის სასწავლებლად, ეს ფაქტორი განსაზღვრავს მისი მომავალ ცხოვრების წარმატებულობას ამიტომ ნამდვილად დასაფიქრებელია.

ჩინური უნივერსიტეტები მსოფლიოში ძალიან დაფასებულია, ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთთან შედარებით   ჩინური უნივერსიტეტების რეპუტაციის მაჩვენებელი გაიზარდა.

2011 წელს  მხოლოდ 6 ჩინური უნივერსიტეტი იყო, რომლებიც მსოფლიო უნივერსიტეტების რიცხვში შედიოდა (კარგი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტების რიცხვში), 2015-16 წლებში ეს რიცხვი 37 მდე გაიზარდა,რომელიც კანადისა და ავსტრალიის უკან ჩამოტოვებას გულისხმობდა.

4. მთავრობა აფინანსებს საერთაშორისო სტუდენტებს.

ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რომელ უნივერსიტეტსა და ქალაქზე გააკეთონ სტუდენტებმა არჩევანი, ჩინეთის მთავრობა სტუდენტებს ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს,მათ შორის 40,000-  სტიპენდიას 277- მდე ინსტიტუტში.

2015 წელს საერთაშორისო სტუდენტების 40 %-მა მიიღო სახელმწიფო დაფინანსება. სტიპენდიების რაოდენობა 2006 წლის შემდეგკი ძალიან გაიზარდა.

სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად, ჩინეთი, სწავლის გაგრძელებისთვის არ ითვლება-ფუფუნებად,როგორც ამერიკა და დიდი ბრიტანეთი, სადაც სწავლის საფასური 10 000 დოლარსაც აღწევს.

5. ეს არის კარგი სვლა – შენი წარმატებული კარიერისკენ

ჩინეთის უნივერსიტეტები ცდილობენ-კარგი რეპუტაციის მოპოვებას – მაღალი სწავლის დონით, რაზეც ყოველ წელს, განუწყვეტლივ მუშაობენ.

ჩინური ენა – სასწავლებლად, მესამე ყველაზე პოპულარული ენაა მსოფლიოში.მხოლოდ ენის ცოდნაც დიდი ფორაა კარიერული წინსვლისთვის. თუმცა ჩინეთში არაერთი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს –  საერთაშორისო -ინგლისურ ენაზე სწავლას.

ენის გარდა, ჩინეთი ყოველ წელს ვითარდება ეკონომიკურად, ფაქტობრივად ყოველ თვე არაერთი წარმატებული ხელშეკრულებები იდება, რაც პირდაპირ კავშირშია-სამუშაო ადგილების ზრდასთან.

მარია როსზელი მაკაუს უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც,  სამსახური იაპონიაში, “გუგლის” ოფისში მიიღო, თავის წარმატებას სწორედ საკუთარ გამოცდილებას და სწორ არჩევანს უკავშირებს.

ჩინეთში სწავლა გეხმარება გაიგო თუ როგორ აზროვნებს ხალხი იმ ქვეყანაში სადაც 12 მილიონზე მეტი წარმატებული, მოქმედი ბიზნესია, გაძლევს შესაძლებლობას გახდე უფრო დამოუკიდებელი და ბოლოს – თუ შენ შეძელი ჩინეთში სწავლა – შენ შეძლებ ყველაფერს.

[:]

კომენტარის დატოვება